|
2025-06-23 21:08:43, 716 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი
ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც მყისიერად შეიცვლება რეჟიმი, -ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, მისი თქმით, დემოკრატიული სპექტრი ახლა უნდა გამოფხიზლდეს და გაერთიანდეს. “ივანიშვილის რეპრესიები წინსწრებად იყო დაანონსებული და ამიტომ ეს გასაკვირი არავისთვის არ არის, მაგრამ უნდა იყოს მაინც დიდი გამოფხიზლების მომენტი სრულიად დემოკრატიული სპექტრისთვის იმისთვის, რომ ჩვენ ვკონსოლიდირდეთ და შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი. ეს არის ის გამოსავალი, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ხანია საუბრობს და ეს არის ის გამოსავალი, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული ძალები ძალიან მალე შევთანხმდებით, ასე რომ ვერცერთი დაჭერით, ვერცერთი დაკავებით, ამგვარი უსამართლობით ივანიშვილი ვერცერთ ლიდერს, კოალიციას თუ პარტიას, საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს, ეს მისთვის არის პირიქით კონტრპროდუქტიული და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ბიძგი იმ დიდი კონსოლიდაციისთვის, რომელიც გამარჯვებისთვის გვჭირდება”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)