00:05 - 14 Aug, 2026
|
2025-06-23 20:37:42, 866 ნახვა
მსოფლიო
კატარმა საჰაერო სივრცე დახურა
კატარმა საჰაერო სივრცე დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე მიიღეს და მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მანამდე, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა კატარში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს. ცნობისთვის, აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანი აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბაზებზე იერიშებით დაემუქრა. კატარში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზა, ალ-უდეიდას ავიაბაზა მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)