00:04 - 14 Aug, 2026
|
2025-06-23 16:07:13, 797 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა ირანის ფორდოუს ბირთვულ ობიექტს დაარტყა
ისრაელმა თეირანის სამხრეთით მდებარე ირანის მიწისქვეშა „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტზე ახალი დარტყმა განახორციელა, - ინფორმაციას დასავლური მედია ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით იუწყება. „აგრესორმა კვლავ შეუტია „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტზე მისასვლელ გზებს დაარტყა. თავდაცვის ძალების ცნობით, მათ დარტყმები „ურანის გამდიდრების ობიექტზე წვდომის შესაფერხებლად“ განახორციელეს. შეგახსენებთ, „ფორდოუს“ ობიექტი ერთ-ერთია იმ სამ ბირთვულ ობიექტს შორის, რომლებზედაც შეერთებულმა შტატებმა საჰაერო დარტყმები განახორციელა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)