20:19 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-21 16:03:51, 1269 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამავე სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს­ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამოქალაქო აქტივისტის, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახეობის, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. როგორც პროკურორი შუამდგომლობაში განმარტავს, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

პროკურატურის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატის თქმით, შესაბამისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, არ არსებობს. ამასთან, უფლებადამცველის თქმით, ყველა საფრთხეს თავისი სტანდარტი აქვს და თითოეულ მოთხოვნას მყარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს.

სხდომას ესწრება ბრალდებული დათაშვილიც. მან მოსამართლე ეკა ბარბაქაძის კითხვაზე დაკავებისას მის მიმართ უფლებების დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, ვრცელი პასუხი გასცა.

როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მისი დაკავება უკანონოდ, გაჩერებაზე ტრანსპორტის ლოდინისას მოხდა, დამკავებელ პოლიციელებს კი ფორმა არ ეცვათ, ის მანქანაში მოტყუებით ჩასვეს, ტელეფონი წაართვეს და შვილთან არ დაარეკინეს.

„მომადგა ფსიქოლოგიური ტრავმა, რადგან ვერ ვუკავშირდებოდი შვილს, რომელსაც არ ჰქონდა გასაღები“, - განაცხადა დათაშვილმა.

აღნიშნულის საპასუხოდ პროკურორმა განაცხადა, რომ შესაძლო უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ამის შესახებ მისთვის ნინო დათაშვილს არ განუცხადებია, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებული საერთოდ გამოკითხული არ ჰყავთ და საქმეში მხოლოდ მანდატურების ჩვენებებია.

ამასთან, საქმის პროკურორმა განმარტა, რომ დაკავებიდან 3 საათის ვადაში უნდა მოხდეს დაკავებულის ოჯახის წევრებისთვის შეტყობინება, რაც დათაშვილის შემთხვევაში დაცული იყო.

ნინო დათაშვილი 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics