01:03 - 14 Aug, 2026
|
2025-06-20 16:02:06, 1009 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ფაშინიანს სტამბოლის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბერის ეკინჯი დახვდა. სომხეთის პრემიერი ასევე გეგმავს ადგილობრივი სომხური თემის წევრებთან ვიზიტს, საღამოს კი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ნიკოლ ფაშინიანისთვის ეს თურქეთში პირველი სამუშაო ვიზიტია. მანამდე ფაშინიანი 2023 წლის 3 მარტს ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)