|
2025-06-19 18:52:32, 1206 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი უარყოფს WSJ-ს ცნობას, რომ ირანზე თავდასხმის გეგმა დაადასტურა და ბრძანება არ გასცა
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მან ირანზე თავდასხმის გეგმა დაადასტურა, მაგრამ მოქმედების დაწყების ბრძანება ჯერ არ გაუცია. "The Wall Street journal-ს წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით." - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. ამერიკული გამოცემა, The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 17 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ირანზე თავდასხმის გეგმა დაადასტურა, თუმცა ბრძანების გაცემისგან თავი შეიკავა, რათა თეირანისთვის ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის დრო მიეცა. WSJ-ს ანონიმური წყაროების თქმით, ტრამპი იმედოვნებდა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმების საფრთხე თეირანს აიძულებდა, მის მოთხოვნებს დათანხმებულიყო. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ანონიმურად თქვა, რომ განიხილებოდა რამდენიმე შესაძლებლობა და ტრამპი თვალს ადევნებდა, როგორ ატარებს ოპერაციას ისრაელი. აშშ-ს პოტენციური სამიზნე ფორდოს ბირთვული დაწესებულებაა, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს. ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა მიწისქვეშ, საკმაოდ ღრმადაა აშენებული და მის დანგრევას განსაკუთრებული სიმძლავრის ბომბები სჭირდება. მცირე ხნის წინ, როცა ტრამპს ჰკითხეს, აპირებს თუ არა იერიში მიიტანოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მან უპასუხა: "შეიძლება კი, შეიძლება არა". მან კვლავ გაიმეორა, რომ ირანის მხრიდან საჭიროა უპირობო დანებება. "მომდევნო კვირა ძალიან დიდი იქნება, შეიძლება კვირაზე ნაკლებიც" - დაამატა ტრამპმა. დანებების მოთხოვნების ფონზე, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აქამდე ამბობდა, რომ ამას არ აპირებენ. მისი თქმით, აშშ-ს სამხედრო ინტერვენცია "გამოუსწორებელ შედეგებს" მოიტანს. ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების გაცვლის პარალელურად ახლო აღმოსავლეთში აშშ სამხედრო შესაძლებლობებს ზრდიდა. რეგიონში იმყოფება მათი სამი გამანადგურებელი ხომალდი და ორი ავიამზიდი.
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში 160 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)