|
2025-06-13 16:13:29, 1123 ნახვა
სამართალი
ონისე ცხადაძე - მათეს მინდა ვუთხრა: ეს ქვეყანა არც მოსამართლისაა, არც პროკურორის, ეს ქვეყანა არის თქვენი!
მინდა მათეს ვუთხრა: არ არსებობს არც ერთი წყვდიადი, სადაც შენ სინათლის ძებნა მოგიწევს, იმიტომ, რომ თავად შენნაირი ადამიანები არიან სინათლე და თქვენ გაანათებთ ქვეყანას! პირობას გაძლევ, არ მოგიწევს მაგდენი ხნით ციხეში ყოფნა, - ეს მიმართვა სასამართლო პროცესზე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა ონისე ცხადაძემ გააკეთა. ცხადაძემ მოსამართლესაც მიმართა და უთხრა, რომ სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას იზამს ნინო გალუსტაშვილი მათ პროცესზეც. ცხადაძემ მოსამართლის მისამართით თქვა ისიც, რომ “სულ “ქოცები“ არ იქნებიან“. “ანუ თქვენ ციხეში გაუშვებთ... მე არ ვიტყვი ყველაზე, მაგრამ ვიტყვი ერთ კონკრეტულ ადამიანზე - აქ ზის ერთი პატარა ადამიანი, ლუკა ჯაბუა... მათეს მინდა ვუთხრა: - არ არსებობს არც ერთი წყვდიადი, სადაც შენ სინათლის ძებნა მოგიწევს, იმიტომ, რომ თავად შენნაირი ადამიანები არიან სინათლე და თქვენ გაანათებთ ქვეყანას! საერთოდ, ეს ქვეყანა არც მოსამართლის არის, არც პროკურორის და არც ჩემი - ეს ქვეყანა არის თქვენი და თქვენი თანატოლების! ეს ქვეყანა არის ლუკას და თქვენზე პატარების! სამწუხაროა, რომ 29 წლის ასაკში ამას ვამბობ, მაგრამ უკვე იმდენი გამოვიარე, მე პირადად მგონია, რომ 60 წლის კაცი ვარ. პირობას გაძლევ, არ მოგიწევს მაგდენი ხნით ციხეში ყოფნა. პირობას გაძლევ, ამ ქვეყანაში მოვა დრო, როცა გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, გვექნება დამოუკიდებელი პროკურატურა და ყველა მოსამართლე, ყველა პროკურორი, ვინც ამაში იღებს მონაწილეობას, ერთ დღეს დაჯდება აქ ზუსტად იმ მუხლით, რა მუხლითაც ჩვენ გვასამართლებენ - ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის მუხლით. მურუსიძე და ჩინჩალაძე იქნებიან ორგანიზატირები და მათ გაასამართლებენ. ეს მოხდება ასე! ბოდიში და, უკვე გული მერევა, ამ პროცესზე და ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება. 21 წლის ბიჭს ციხეში უშვებთ, რისთვის? რა მოტივით? შემდეგ ისე სწრაფად გადიხართ სასამართლოდან, რომ ისიც არ გინდათ, რომ უკმაყოფილო შეძახილები მოისმინოთ! თითქოს ეს სამართლიანი არ არის! მე არ ვიცი, რამდენად შეგიძლიათ შეცდომის გამოსწორება, რაც დაუშვით, მაგრამ არის აქ ერთი პატარა ბიჭი... რომ იცოდეთ, როგორი ადამიანია - მისგან ერთი ცუდი სიტყვა არ გამიგია, წყნარი, მშვიდი. 19 წლის ბავშვია, რომელსაც წიგნების კითხვა უყვარს. ის ბავშვიც [მათე დევიძე] ეგეთი იყო. ვიღაცა ვიღაცას ქუჩაში ყელს გამოჭრის და ამ დროს სტუდენტებს, მსახიობებს, ექიმებს ებრძვით. ეს უნდა იცოდეთ, რომ სულ “ქოცები“ არ იქნებიან! დააკვირდით და იმაზე გაამახვილეთ ყურადღება თუ როგორ ეთამაშიანებ ცეცხლს - ამ ქვეყანაში მალე დადგება დრო, როცა საკუთარ აღსასრულს თავად მოიტანენ. არჩევნებზეც ვიტყვი - რა არჩევნები?! ეგენი ქვეყანაში ისეთ სიტუაციას შექმნიან, რომ მათ არჩევნებს არავინ ჩაატარებინებს. ამაში აქეთ ხელი შეუწყვეთ და დაეხმარეთ“, - განაცხადა ონისე ცხადაძემ. ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე დააკავეს. მან პოლიციელს დროშის ტარი მოუქნია.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)