|
2025-06-11 19:16:28, 996 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - კაია კალასს ვესაუბრეთ და გადავეცით პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე დოკუმენტი
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ის ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად ფორუმს ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თინა ბოკუჩავამ ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მასთან ერთად კი იმყოფება “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი წერეთელიც. “მე და გიგი წერეთელი ვართ ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც ძალიან მაღალი დონის შეკრებაა ბრიუსელში. კოლეგებს შევუერთდით მას შემდე, რაც მოვუსმინეთ კაია კალასს, ვესაუბრეთ და გადავეცით დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე დოკუმენტი. რაში მდგომარეობს გამოსავალი? ეს არის ახალი სამართლიანი, საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ეს არის ის, რაც აერთიანებს დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთიანი გზავნილი საქართველოს მეგობრებისთვის ბრიუსელშიც”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)