|
2025-06-11 19:02:54, 1002 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს
ახლა საჭიროა შესრულდეს საზოგადოების დაკვეთა. ვფიქრობთ, რომ “წინააღმდეგობის პლატფორმა” არის კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთობა აღდგეს , - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღდგეს ერთობა, ხოლო ამის შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების და მასთან ერთად სხვა საკითხები გადაწყდება. ამასთან, ჯაფარიძე დასძენს, რომ ერთობა არ ნიშნავს პირობების წაყენებას პარტნიორებისთვის, არამედ გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას. “არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებზე ვისაუბრეთ, არამედ ყველაფერზე. არჩევნები არის ერთ-ერთი თემა. ყველაფერზე უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია. მთავარი არის ის, რაზეც ვისაუბრეთ, რომ უნდა აღვადგინოთ “წინააღმდეგობის პლატფორმა”. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს. ნებისმიერი საკითხი ერთობლივად გადაწყდება. ერთობა არ ნიშნავს იმას, როდესაც ერთი მხარე მეორეს უყენებს პირობებს, არამედ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. “წინააღმდეგობის პლატფორმა” შეიძლება იყოს ამ მნიშვნელოვანი ერთობის აღმდგენელი. ამაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან”,- განაცხადა ჯაფარიძემ.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)