|
2025-06-11 16:26:13, 1012 ნახვა
პოლიტიკა
კოტე იოსელიანი - ჩემი შემთხვევა იყო კლასიკური გატაცება
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი კოტე იოსელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხავენ. როგორც კოტე იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის შსს-ს არ ენდობა და მიაჩნია, რომ არც გამოძიება იქნება რეალური. „მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც სოლიდარობა გამოხატა ჩემი ოჯახის მიმართ. ეს იყო კლასიკური გატაცება მისი ყველა შემადგენელი ფორმით, ეს მოხდა ჩემს სახლთან, ცხადია ძალადობის ფონზე. იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი. თავიდან ვიფიქრე, რომ სახლთან დახვედრებისა და ძალადობის გაგრძელება იყო, თუმცა მანქანაში შეთრევის შემდეგ, თვალებზე პირბადესავით რაღაცის გაკეთების შემდეგ, მივხვდი თუ რაშიც იყო საქმე. გადამიყვანეს არც თუ ისე შორს, ვვარაუდობ, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე გადამიყვანეს. შემდეგ იყო მოთხოვნა, რომელიც ჩემი მხრიდან შესრულდა. მე თითქოს რაიმე მორალურ ან პრინციპულ კომპრომისზე წავედი, ასე არ არის, მეორეჯერ ბოდიშის მოხდა დიდ ამბად არ ჩავთვალე. ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი, რომელიც განხორციელდა, რომელსაც პოლიტიკური შედეგები ექნება და აქვს კიდეც. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ და რატომ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, იმ ფონზე, როდესაც მე გულწრფელი ბოდიში მქონდა მოხდილი. მინდა უტა ივანიშვილს მივმართო, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან საუბარი გინდა, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები. ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოისმინონ ჩანაწერები, ადევნება განახორციელონ, თვალ-თვალი და ხელი შეუწყონ ისეთ ჯგუფებს, რომლებთან მე მქონდა კომუნიკაცია, რომ თავისუფლად შეასრულონ დავალებები. იყო განხორციელებული რამდენიმე ზარი, შემდეგ მე გავედი ერთგვარ კავშირზე, თვითონაც შეეშინდათ ამბავი არ ატეხილიყო და გამაგზავნინეს „ვოისი“, სადაც ვთქვი, რომ ყველაფერი კარგად იყო და სახლში მალე დავბრუნდებოდი. ამის შემდეგ თინამ მიიღო ინფორმაცია, რომ ცოცხალი ვიყავი. შსს-ს მიმართ ნულოვანი ნდობა მაქვს, ვთვლი, რომ ეს არ არის ის ორგანო, რომელსაც ადამიანების უსაფრთხოებას ემსახურება. აქ მოსვლის მოტივაციაც არ მქონდა, რადგან ეს პროცესიც, რომელიც წარიმართება, ფორმალობა იქნება, რომელსაც კანონი ავალდებულებს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ რეალურ გამოძიებას ჩაატარებენ. არ ვენდობი შსს-ს და არ ვაღიარებ ისეთ ორგანოდ, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს იცავს. ამოცნობადი არცერთი პირი არ არის, ყველა ნიღბებით იყო“, - განაცხადა კოტე იოსელიანმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო. ვიდეოს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, იოსელიანის მეუღლემ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე რვა საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)