|
2025-06-11 11:49:32, 985 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - თვითმმართველობის არჩევნებზე მკაფიო პოზიცია გვაქვს, არ არსებობს ფაქტი, რამაც შეიძლება, ჩვენი პოზიცია შეცვალოს
თვითმმართველობის არჩევნებზე მკაფიო პოზიცია გვაქვს, არ არსებობს ფაქტი, რამაც შეიძლება, ჩვენი პოზიცია შეცვალოს, თუ არ მოხდა სისტემური დემონტაჟი, ჩვენი მოთხოვნების შესრულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როცა პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება, თავისუფალი მედია არ არსებობს, ნებისმიერ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ნიშნავს სისტემურ ოპოზიციად გადაქცევას. „ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ყოველთვის გვაქვს საქმიანი კომუნიკაცია „ლელოსთან“. ვიმედოვნებ, „ლელო“ დაიდება არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ საქართველოსთვის. მათ თუ უნდათ, რომ „ლელო“ საქართველოსთვის დადონ, ამ შემთხვევაში, არ მიიღებენ იმ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, რომელსაც ივანიშვილი ატარებს. ასე რომ, მათზეა ახლა გადაწყვეტილება. ვიმედოვნებთ, მოიქცევიან ისე, როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოსთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)