2025-06-10 15:21:56, 575 ნახვა
პოლიტიკა
რუსუდან თევზაძე - საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება
![]() „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის რუსუდან თევზაძის განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება. როგორც თევზაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე ე.წ. რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ პროფესიონალი კადრების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი. „მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება. კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად, სკოლამდელი განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველოები უქმდება. სამსახურიდან მაღალი რანგის პროფესიონალებს ათავისუფლებენ, რაც დანაშაულებრივი ქმედების ტოლფასია. ყოველივე ეს ახალგაზრდა თაობას და მათ მშობლებს მოზარდზე მორგებულ, ინკლუზიური განათლების დასავლურ სიკეთეებს უსპობს. ორივე მიმართულება - სკოლამდელი განათლება და ინკლუზიური განვითარება - განათლების ყველა საფეხურის ფუნდამენტია, აღნიშნულის გაუქმებით კი დაიწყება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სასკოლო განათლების სრული დეგრადაცია. საფრთხის წინაშე დადგება მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული სკოლამდელი განათლება ყველა ბავშვისთვის, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება. ამ სამმართველოების ფაქტობრივი გაუქმების მიზანი კონკრეტული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებაა. იმ პროფესიონალების, რომლებმაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დასაცავ პეტიციას ხელი მოაწერეს. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაზა თავაძის მეუღლე, თეა ძოწენიძეა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე ე.წ. რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ პროფესიონალი კადრების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი. საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება დემოკრატიული მმართველობის ფორმას! ყველა ინსტიტუტი აუცილებლად გახდება მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული და არა ერთი პარტიის დავალებების შემსრულებელი და მსახური. აქვე, რეჟიმის ყველა დაზარალებულს ვუცხადებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას“, - განაცხადა რუსუდან თევზაძემ.
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
არასამთავრობო ორგანიზაციები - გამოვხატავთ აღშფოთებას პოლიციის შენობაში მომხდარი წამების ფაქტის გამო, რასაც ალან ყაყიტაშვილის სიკვდილი მოჰყვა
ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კიასტუტის ბუდრისი - საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია
![]() უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|