|
2025-06-07 14:06:09, 938 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - გარე უფროსები ფსონს დებენ „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე
ოპოზიციური პარტიების გარე უფროსებიც მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად სამარცხვინოა, რომ მათზე ფსონის დადება არ შეიძლება, ამიტომ ისინი ფსონს დებენ „ლელოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, წინა არჩევნებზე „ახალი“ შემოაპარეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ საზოგადოებისთვის „ახალი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივეა. „ლელოს“ შეცვლილი პოზიცია, რომელსაც წინასწარ ვაანონსებდით, კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ არაპრინციპულობაზე. თვეების განმავლობაში თავიანთ ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ, რომ არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ ჩაინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები. როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია და დაავალეს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და სხვა გზა არ აქვთ, თუმცა „ლელოს“ არაპრინციპულობის ძალიან ბევრი მაგალითია. არ შემიძლია საზოგადოებას არ შევახსენო, როდესაც პირდაპირ ეთერში ბატონმა ელისაშვილმა ბატონი ხაზარაძე ათას უბედურებაში დაადანაშაულა და რა სიტყვებით ლანძღა, შემდეგ მიიღო დავალება და მოუწია ბატონი ელისაშვილის შემოერთება თავის პარტიაში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, აქაც იგივე სცენარი ვითარდება. „ხელოვნურად დადგმული სპექტაკლია ამ ოთხ რადიკალურ პარტიას შორის, თითქოს ვიღაც ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ვიღაც არ რჩება. გარე უფროსების გათვლა სწორია, რადგან ისინი ფსონს დებენ „ლელოსა“ და ბატონი გახარიას პარტიაზე, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ გარე უფროსებიც მიხვდნენ, მათზე ფსონის დადება არ შეიძლება. წინა არჩევნებზე „ახალი“ რომ შემოაპარეს, ამასაც მიხვდნენ, რომ საზოგადოებისთვის „ახალი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად ერთი და იგივეა. გარე უფროსები იმასაც დააკვირდებიან, რამდენად იქნება შესაძლებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე განაწილდეს. თუ ისინი ამაში დარწმუნდებიან, შეიძლება, საერთოდ აუკრძალონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი ამომრჩეველი ჰყავს, რომლის უმეტესი ნაწილი ტიპური მიშისტები არიან. არ მგონია, მიშა სააკაშვილის პარტიის გარდა ვინმეს მისცენ ხმა. შესაბამისად ამაში თუ ვერ დარწმუნდნენ, შეიძლება კიდევ უფრო დაშალონ და დაანაწევრონ პარტიები, რათა მეტი ბუნდოვანება შემოიტანონ საზოგადოებაში, უფრო მარტივად მოატყუონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი. შეიძლება, პირიქით დაავალონ, გაერთიანდნენ ერთი ლიდერის გარშემო, როგორც, მაგალითად, წინა არჩევნებზე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მოავლინეს. ახლა შეიძლება, ბატონ პაატა ბურჭულაძეზე დადონ ფსონი, ეს ადამიანი, რუსული ბანი, გამოირჩევა ორიგინალური იდეებით და უფრო გააქტიურებული არის“, – განაცხადა ელვან მაჭავარიანმა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერი სცენარისთვის, კონფიგურაციისთვის 100 პროცენტით არის მზად. „საშტაბო მუშაობა დაწყებული გვაქვს. ეს პარტიები როგორც არ უნდა დაყონ თუ გააერთიანონ, მათ ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ. გვირჩევნია კიდეც, რომ მიიღონ მონაწილეობა და მოხდეს მათი რეიტინგის რეალური ლუსტრაცია, ვინაიდან დრამატულად არის შემცირებული წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით“, – განაცხადა ლევან ამჭავარიანმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)