|
2016-03-17 10:50:42, 822 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: საქართველოში ხის გრანულების ქარხანა აშენდება
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში ხის გრანულების ქარხანა აშენდება, რაც მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში ახალი სიტყვაა. ხის გრანულები მყარი ბიოსაწვავია, რომელიც შეშის ალტერნატივას წარმოადგენს: „პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ორ პროექტს განვიხილავთ. ეს არის წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში მინერალური პროდუქტების საწარმოს შექმნის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სწრაფად მზარდი ტყის სანერგე მეურნეობის მშენებლობისათვის, მიწის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი, რაც 2.5 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს. ასევე კომპანია გეგმავს ხის გადამამუშავებელი, ინოვაციური ქარხნის აშენებას, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიებით და ეკოლოგიურად სუფთა დანამატებით აწარმოებს ხის გრანულებს, რაც ახალი სიტყვაა საქართველოს ეკონომიკაში და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



