|
2025-05-23 14:23:21, 1365 ნახვა
საზოგადოება
Tbilisi Open Air-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
Tbilisi Open Air 2025-ის ფარგლებში, 24-25 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კერძოდ, შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი დადგენილი სქემის მიხედვით იმოძრავებს. „კერძო ავტომობილებისთვის მოძრაობა შეიზღუდება ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით, თავად კვაჭაძის ქუჩაზე კი მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ლისის ე.წ. წრიული გზიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით. იოსებ კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩების მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გამოყენებით, ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებიდან კი ავტომობილები გზას ჩვეული მარშრუტით გააგრძელებენ. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N329 და N363 ავტობუსები სოფელ თხინვალას მიმართულებით ლეო კვაჭაძის ქუჩით იმოძრავებენ ცალმხრივად, უკუმიმართულებისას კი გაივლიან ავთო ვარაზის ქუჩას, რის შემდეგაც, N363 ავტობუსი დადგენილი სქემით გადაადგილდება, ხოლო N329 ავტობუსი პაატა დავითაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება ბერიტაშვილის ქუჩას, შემდეგ კი გზას ჩვეული სქემით გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)