|
2016-03-16 16:23:58, 1456 ნახვა
კომენტარი
თამარ ხიდაშელი: მიუღებელია კარასინის თითის ქნევა სუვერენული სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება" - "რესპუბლიკელების" წევრი თამარ ხიდაშელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაზე საგანგაშოა ის რიტორიკა, რომელიც ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკასთან არის თანხვედრაში. გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტზეც გააკეთა კომენტარი. „მინდა ბატონი გრიგორი კარასინის სრულად თავხედურ მოსაზრებას გამოვეხმაურო. გამოვეხმაურა მის თითის ქნევას სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტის და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს რიტორიკა სამწუხაროდ იმ რიტორიკასთან, იმ ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკასთანაა თანხვედრაში, რომელიც უკვე ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ ხშირად გვესმის“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა. როგორც კარასინმა ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის მისამართით გაიზარდა პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკა, რომელიც ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც, მათ შორის პრეზიდენტისგანაც.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)