|
2016-03-16 16:22:12, 1188 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: უმაღლესი განათლების სისტემა ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი და ის აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნივერსიტეტიში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილს მიაჩნია, რეფორმა განათლების სისტემაში, ისევე როგორც უნივერსიტეტში, აუცილებელია. მისივე თქმით, მთავრობას ამისათვის 4 პუნქტიანი გეგმა აქვს შემუშავებული. თუმცა, აქვე პრემიერი აცხადებს, რომ სიტუაციის ესკალაცია დაუშვებელია. "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი და ის აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული იმ რეფორმებში, რომელიც არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი მთავრობის ახალი ოთხ პუნქტიანი რეფორმების. როგორც უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმებს და მე ერთის მხრივ მე ვიზიარებ სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერი სტუდენტებს კიდევ ერთხელ თხოვნით მისცენ საშუალება მთავრობას გაატარონ ის ცვლილებები, რომელსაც თავად ითხოვენ. კვირიკაშვილის თქმით, ახალგაზრდების სულისკვეთებას ის სრულად იზიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)