|
2025-05-15 15:39:57, 784 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება დიდი შეცდომა და სისუსტის დემონსტრირება იყო
„ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება დიდი შეცდომა და სისუსტის დემონსტრირება იყო - გირაოს გადახდა ინდივიდუალური საკითხია, ამ შემთხვევაში სწორი და არასწორი არ არსებობს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანი, „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის ანგარიშსწორება იყო. „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება დიდი შეცდომა და სისუსტის დემონსტრირება იყო. გვესმის, რომ საგამოძიებო კომისია იმიტომ შეიქმნა, რომ ეს ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. საგამოძიებო კომისიაში არცერთი ოპოზიციონერი წარმოდგენილი არ არის და კანონი საგამოძიებო კომისიას ავალდებულებს, რომ შემადგენელი წევრების მინიმუმ 50% ოპოზიციონერი წევრი იყოს. სწორედ, ამიტომ ჩვენ არ მივედით საგამოძიებო კომისიაზე, ასევე, გვესმის, რომ ჩვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. რაც შეეხება გირაოს გადახდას, ეს ინდივიდუალური საკითხია, ჩვენ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე] არ ვაპირებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი დაკავება გავუადვილოთ, რომელიც 5 წელია სხვადასხვა გზებს იყენებს. მაგრამ ვინც გადაიხდის ეს მათი გადაწყვეტილება იქნება, ამ შემთხვევაში სწორი და არასწორი არ არსებობს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ასევე ბადრი ჯაფარიძე, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ღონისძიებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, 26 მაისი ერთობის დღე უნდა იყოს და ყოველგვარი დაპირისპირება და პროვოკაცია უნდა გამოირიცხოს. „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში შევიკრიბეთ, სადაც საუბარი 26 მაისისთვის სამზადისს შეეხო. დამოუკიდებლობის დღე უნდა აღვნიშნოთ ღირსეულად, ეს დღე უნდა იყოს ერთობის დღე და თითოეული ჩვენგანისთვის შესაძლებლობა იმის თქმის, რომ დამოუკიდებლობას ვერ წაგვართმევენ. უნდა ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობა მოპოვებულია ერთხელ და სამუდამოდ, შესაბამისად დღეს ვმსჯელობდით ამ ღონისძიების შესახებ. ეს დღე იქნება ერთიანობის დემონსტრირება და უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დაპირისპირება და პროვოკაცია“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)