|
2025-05-15 15:03:20, 634 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ მიღებულ განცხადებაზე - კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები და ვართ მოლოდინის რეჟიმში
ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები და ვართ მოლოდინის რეჟიმში - ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებას ეხებოდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. „ძალიან მიხარია, რომ პარლამენტშიც დაინიცირდა მსგავსი შინაარსის პროექტი და აქაც არის ასახული ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისათვის და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „MEGOBARI აქტის“ პასუხად სპეციალური განცხადება მიიღო. საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBAR აქტს“ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრულ აქტად აფასებს. დოკუმენტში საუბარია Deep State-ზე და მასში ნათქვამია, რომ Deep State-ი და მისი ინსტიტუტები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ. საქართველოს პარლამენტის შეფასებითვე, ე.წ. “მეგობარი აქტი“ სამ ცრუ ბრალდებას ეფუძნება, რომ ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს “რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)