|
2025-05-15 12:09:18, 788 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - „MEGOBARI აქტს“ აუცილებლად მიიღებს სენატიც
„MEGOBARI აქტი” მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ღია წერილები და ის რესურსი, რასაც ხარჯავს „ქართული ოცნება”, ფუჭია. „თვითმარქვია რეჟიმს ჰგონია, რომ 28 ნოემბერს, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს აშშ-ს გამორჩა ან ყურადღება არ მიაქცია. შეუძლიათ პარტნიორული ურთიერთობა გააგრძელონ შეერთებულ შტატებთან, რაც თავისთავად არის აბსურდი და წარმოუდგენელი რეალობა, რადგან ევროპა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები არის ერთიანი ფასეულობითა სივრცის ნაწილი, შესაბამისად შენ როდესაც შეწყვიტე ურთიერთობა ევროპასთან და აღარ გსურს ევროინტეგრაცია, შენ შეწყვიტე ურთიერთობა აშშ-თანაც. აქედან გამომდინარე, ის ღია წერილები თუ რაც იქნება, რა რესურსსაც ხარჯავს “ოცნება”, ყველაფერი არის ფუჭი, “მეგობარი აქტი” მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დასანქცირებას, რომლებიც განვითარებაში და დემოკრატიის გაძლიერებას უშლიან ხელს“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ვაშინგტონში, სადაც პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ კონგრესსა და სენატში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)