|
2026-10-03 11:15:52, 2743 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალაბამაში, მდინარე მობილზე გადებული ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა. ამის შესახებ მან განცხადება 2 ოქტომბერს მობილში საარჩევნო მიტინგის დროს გააკეთა, იტყობინება New York Post. ტრამპმა ახსენა ახალი, 3.2 მილიარდი დოლარის ღირებულების მობილის მდინარის ხიდისა და ყურის პროექტის შესახებ, რომლის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება. პროექტი მოიცავს მობილის მდინარეზე გადებული ახალი, ექვსზოლიანი ხიდის მშენებლობას და მობილსა და ყურის აღმოსავლეთ სანაპიროს შორის ტრანსპორტის გაფართოებას. „შესაძლოა, იმ დაწყევლილ ხიდს ჩემი სახელი დაარქვან - მოხარული ვიქნები“, - თქვა ტრამპმა, რამაც ბრბოს ოვაციები გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტმა პროექტის განხორციელება მისი ადმინისტრაციის დაფინანსებას დაუკავშირა. სექტემბერში აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა ხიდისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის შტატისთვის 2.52 მილიარდ დოლარამდე ფედერალური სესხის გამოყოფა გამოაცხადა. პროექტის პირველი ფაზის საერთო ღირებულება 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფედერალური დაფინანსების ნაწილი წინა ადმინისტრაციის დროს გამოიყო. 2024 წლის ივლისში პროექტმა 550 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო, რომელიც ტრამპის დროს 2025 წლის მაისში დასრულდა.
თამთა მიქელაძე - ოცნება სუროგაციის აკრძალვით საპატრიარქოსთან კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობს
გვარამია რეჟიმის მიერ სუროგაციის აკრძალვაზე - საპატრიარქოს 2 მოთხოვნიდან - შეიზღუდოს აზარტული თამაშები და აიკრძალოს სუროგაცია - დათმეს ახალი სიცოცხლეები! უარი თქვეს ერის გამრავლებაზე და აირჩიეს ფული
ივანიშვილის წარმომადგენელი კირცხალია ამბობს, რომ საქართველოში სუროგაცია სრულიად აიკრძალება
ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ზე კიბერშეტევა შესაძლოა აშშ-სთვის სასარგებლო იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



