|
2025-05-14 20:40:10, 992 ნახვა
პოლიტიკა
ალენ ბერსე საქართველოზე - გვსურს, განვაახლოთ დიალოგი; ახლა საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა
მტკიცედ მჯერა, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება იმ მხრივ, რომ დავინახოთ რა მიმართულებით არის შესაძლებელი მუშაობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა. კერძოდ, მან უპასუხა საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვას, ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე და საქართველოსთან თანამშრომლობაზე. როგორც ბერსემ აღნიშნა, ყველა მოვლენა, რაც ბოლო თვეებში ვიხილეთ, იყო ცუდი. ამასთან, მისი თქმით, სურს საქართველოსთან დიალოგის განახლება იმისთვის, რათა „ყველაფერზე ვილაპარაკოთ იმის ცოდნით, რომ ეს სწორი მიმართულებით არ მიდის“. “დეკემბერში ვიყავი საქართველოში, რათა წარმოდგენა შემექმნა ვითარებაზე. ვესაუბრე ყველა მხარესა და კონტაქტს საქართველოში. ზუსტად ისაა, რაც აქამდე ითქვა - 18 თვის წინ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს. 18 თვის შემდეგ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მოვლენა, რაც ბოლო თვეებში ვიხილეთ, ცუდი იყო, კარგი მიმართულებით არ იყო. სწორედ ამიტომ, დეკემბერში ვცადე კონკრეტულად საქართველოსთან ერთად მუშაობა ღირებულებებისთვის, საჭირო რეფორმებისთვის, ვინაიდან, გვყავს თბილისში მომუშავე გუნდი, გვაქვს სამოქმედო გეგმა საქართველოსთან, რომლებიც სწორედ ამისთვის მუშაობენ - რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ. კიდევ ერთი წარმატება იყო სამუშაო ჯგუფის შექმნის მცდელობა, რომელიც სხვადასხვა კანონებსა და შესწორებებზე იმუშავებდა, და გვსურს, რომ განვაახლოთ დიალოგი, ერთად ვიმუშაოთ, სტრუქტურული დიალოგი გვქონდეს, რათა ყველაფერზე ვილაპარაკოთ იმის ცოდნით, რომ ეს სწორი მიმართულებით არ მიდის. მტკიცედ მჯერა, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება იმ მხრივ, რომ დავინახოთ რა მიმართულებით არის შესაძლებელი მუშაობა და სიარული. საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. გვჭირდება ერთად მუშაობა. გვინდა, რომ განვითარება სწორი მიმართულებით იყოს, გვინდა მეტი საუბარი ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის. სწორედ ამას ვაკეთებთ სამოქმედო გეგმით, მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ ახლა საკმაოდ მომთხოვნი და საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა”, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)