16:07 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 18:31:04, 642 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტროში თსუ-ს სტუდენტებსა და დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრა დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს თსუ-ს ადმინისტრაციას შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა 20:00 საათზე სამინისტროში შეხვედრა გაიმართოს.

ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სამინისტრო მიმართავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 20:00-ზე გაიმართოს შეხვედრა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და განალთების მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ  პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან.

„ვინაიდან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების იმგვარად წარმართვა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სტუდენტებს, მშვიდ და სტაბილურ გარემოში შეძლებოდათ  საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი პოზიცია ყოფილიყო სათანადოდ გააზრებული, ვავალებ განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ  პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან, რათა მოხდეს  შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრა“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics