|
2016-03-15 15:01:30, 696 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს რამდენიმე პროფესორმა შიმშილობა დაიწყო
თვითმმართველობის წევრების პარალელურად, რექტორის კაბინეტის წინ თსუ-ს სამმა პრფესორმა შიმშილლობა დაიწყო. როგორც მათ განაცხადეს, ისინი მოითხოვენ, რომ ლექტორი ვლადიმერ პაპავა არ გადადგეს. ამ დროისათვის მოშიმშილე პროფესორები არიან: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიული ქეშელაშვილი, ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე და თსუ-ს უნივერსიტეტის კიდევ ერთი პროფესორი მანანა ხარხიანი. „ეს პროცესი მართულია სხვადასხვა პარტიის მიერ, პრორუსული ძალების მიერ. მთავრობაში უკვე გამოიკვეთა ორი ძალა - პრორუსული და პროდასავლური. რატომ უნდა გადაგეს ვლადიმერ პაპავა არ მესმის. ის ასრულებს თავის მოვალეობას და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა უნივერსიტეტის სამეცნირო კვლევითი მუშაობის მიმართულებით“, - განაცხადა იზოლდა ჭილაძემ. მათი შეფასებით, ვლადიმერ პაპავა თავის მოვალეობას ასრულებს და მან უნივერსიტეტს ბევრი სასიკეთო საქმე გაუკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)