2025-04-22 21:56:15, 950 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე - ყველა აღიარებს, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება,
![]() საქართველოს საპატრიარქო რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გამო სამძიმარს აქვეყნებს. ტექსტს ტაბულა უცვლელად გთავაზობთ: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი რომის პაპის გარდაცვალების გამო. მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, დიდი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი და ჩვენი მწუხარება და თანაგრძნობა გადასცეთ თქვენი ეკლესიის იერარქებს, სამღვდელო პირებსა და სამწყსოს, - ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა. გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დიდად მადლიერნი ვართ პაპ ფრანცისკესი, რადგან რომში, მის მიერ გადმოცემულ ტაძარში, ჯერ კიდევ 2014 წლიდან ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება; საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდგომ კი, ნიშნად იმისა, რომ გამოხატავდა განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ, სიქსტის კაპელაში მიიწვია თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და მსოფლიოში წარმოაჩინა უნიკალური ქართული კულტურა, - მრავალხმიანი გალობა და ხალხური სიმღერა. ყველა აღიარებს, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, გამორჩეული თავმდაბლობით, სოციალურ პროექტთა დიდი ხელშეწყობით, მსოფლიოში მშვიდობის აქტიური მხარდაჭერით... გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას მის მიმართ და ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, თბილისი, 22.04.2025" 21 აპრილს პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ცნობით, მისი სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა. ექიმის განმარტებით, ინსულტმა ჯერ კომა, მოგვიანებით კი გულის მძიმე უკმარისობა გამოიწვია.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 16 წელი გავიდა
„დაინიშნოს ახალი არჩევნები“ - რუსთაველის გამზირი გადაკეტა
რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორდონია - აქციის მონაწილეების ცნობით, გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ
გაეროს ტურიზმის გენ.მდივანი - ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება, კობახიძემ ახსნას, რატომ გააკეთა
|
რედაქტორის რჩევით
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
![]() პუტინის და ოცნების პროპაგანდისტები ევროპის ლიდერების გასაშავებლად გაერთიანდენ
ომი უკრაინაში![]() რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს
![]() პუტინი: რუსეთი ფრონტზე თითქმის ორჯერ მეტ ჯარისკაცს აგზავნის, ვიდრე უკრაინა
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|