|
2016-03-15 13:59:20, 628 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს ლექტორი: უნივერსიტეტის დაცვა მოვალეობას არ ასრულებს, შენობაში უმართავი ძალები შემოდიან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გიული ქეშელაშვილის განცხადებით, არც უნივერსიტეტის დაცვა და არც უსაფრთხოების სამსახური თავის მოვალეობას არ ასრულებს. როგორც ლექტორმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, თვითმმართველობის მხარდამჭერებისათვის დაცვას წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა ისინი რექტორის კაბიბეტში შეიჭრნენ. მისივე თქმით, რექტორის კაბინეტში მყოფ სტუდენტებს შორის თსუ-ს სტუდენტი მხოლოდ ორი შეიძლება იყოს. „დაცვა რომ თავის მოვალეობას ასრულებდეს, ხომ შეიძლება მოსთხოვოს სტუდენტს სტუდბილეთი და იმის მიხედვით შემოუშვას უნივერსიტეტში?! ნებისმიერი შემოდის გარედან ტექნიკურის, ილიაუნის და .ა.შ. შემოდიან აბსოლუტურად გარეშე, უმართავი ძალები. აქ მყოფ პირებს შორის მხოლოდ ორი შეიძლება იყოს თსუ-ს სტუდენტი“, - განაცხადა გიული ქეშელაშვილმა და დასძინა, რომ ვლადიმერ პაპავას გადადგომასთან დაკავშირებით, სტუდენტების მოთხოვნა მისთვის მიუღებელია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)