|
2016-03-15 12:26:13, 594 ნახვა
საზოგადოება
თურქეთის წამყვანმა უნივერსიტეტმა ქეთევან ციხელაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა
თურქეთის ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო უნივერსიტეტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილი ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის რექტორს და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს შეხვდა. მოგვიანებით კი, მინისტრის პირველმა მოადგილემ უნივერისტეტის პროფესორების და სტუდენტების კითხვებს უპასუხა. მათივე ცნობით, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე, ასევე საქართველოში კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და მისი მოგვარების სამშვიდობო გზებზე ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქეთევან ციხელაშვილს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის რექტორმა სიგელი გადასაცა, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის სახელობის სტიპენდია დაწესდება მაგისტრატურისა და სადოქტოროს ორი სტუდენტისთვის. "მეამაყება და ბედნიერი ვარ, სტამბოლში ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მასპინძლობით. გულთბილი დახვედრის შემდე, გამორჩეული და საპატიო საჩუქრის მიღება მხვდა წილად. ჩემს სახელზე, მაგისტრატურისა და სადოქტოროს ორი სტუდენტისთვის სწავლის დაფინანსების მიზნით სტიპენდია დაწესდა", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)