22:24 - 20 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 21:05:36, 720 ნახვა

საზოგადოება
TI - ნათელად ჩანს, რომ რეპრესიული კანონები სამოქალაქო ორგანიზაციების გასაჩუმებლად არის შემუშავებული

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, ორგანიზაცია ეხმაურება უცხოურ გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ზომები სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ არის მიმართული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული ზომები პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობისთვის, იმოქმედოს დამოუკიდებლად და შეასრულოს თავისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაში.

ახალი წესები, რომლებიც “გრანტებზე კანონის” შესწორებებად მიიღეს, მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგარეო დაფინანსების წინასწარ დამტკიცებას მოითხოვს და არდამტკიცებული დაფინანსების მიმღებებს დიდი ჯარიმებით დასჯის.

ეს განვითარება ხაზს უსვამს საქართველოს უფრო ფართო დემოკრატიულ ვარდნას, რომელიც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ათწლეულის განმავლობაში ძალაუფლების კონსოლიდაციით გამოირჩევა. მას შემდეგ რაც სახელმწიფო ინსტიტუტები მისი კონტროლის ქვეშ მოექცნენ, კორუფცია ინსტიტუციონალიზებული გახდა, რამაც დაასუსტა კონტროლი, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა. მმართველი პარტია ახლა სამიზნეში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც გამჭვირვალობას იცავენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” მკაცრად გმობს ამ ზომებს და გვერდში უდგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კორუფციასთან საბრძოლველად და სამართლიანობის წინ წასაწევად თავისუფლად ოპერირების საშუალება უნდა ჰქონდეს. წლების განმავლობაში ის ააშკარავებდა სახელმწიფოს მიტაცებას, სისტემურ კორუფციას, და არჩევნების მანიპულაციას - და შედეგად, მუდმივად სამიზნეში იყო ამოღებული. დღეს ნათელად ჩანს, რომ ეს რეპრესიული კანონები “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მსგავსი ორგანიზაციების გასაჩუმებლად არის შემუშავებული.

საკანონმდებლო ცვლილებების ეს წინადადებები შეუსაბამოა დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მხრივ საქართველოს ვალდებულებებთან. მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოდგენილია, როგორც ეროვნული ინტერესების დასაცავად ზომები, ისინი ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მთავრობის საკვანძო საყრდენების - საჯარო ზედამხედველობისა და სამოქალაქო მონაწილეობის - სასტიკად შემცირების რისკს შეიცავს. დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის დაფინანსებისადმი წვდომის შეზღუდვა ძირს უთხრის ანტიკორუფციულ ძალისხმევებს და ქმნის გარემოს, რომელშიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას შემოწმების გარეშე შეუძლია აყვავება”, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
20-21 აპრილს თბილისის სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებს
ზელენსკი - ადრე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად, ბოროტება უკან დაიხევს და სიცოცხლე გაიმარჯვებს
აშშ-ში ათასობით მოქალაქემ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გამართა
მამუკა ხაზარაძე - დღეს სიკეთის, იმედის და სულიერი ამაღლების დღესასწაულია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი