|
2016-03-15 10:31:17, 1156 ნახვა
კომენტარი
იანოშ ჰერმანი: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებშიც შედის
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელებას გამოეხმაურა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებშიც შედის. ჰერმანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასალების გამოქვეყნების მიუღებლობასთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან ერთიანობა იყო გამოხატული და სასურველი იქნება, თუკი ასეთი ერთიანობა მომავალშიც გაგრძელდება. „თავად კითხვაში აღინიშნა, რომ საზოგადოება შოკირებული იყო ასეთი მასალების გამოქვეყნებით. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელიც შოკირებული იყო, რომ ასეთი მასალები დაიდო და ვეთანხმები იმ საზოგადოებრივ მოსაზრებას, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს. უდნა აღვნიშნოთ, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ასევე შედის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებში. სიმართლე გითხრათ, მე არ მსურს ამ თემაზე უფრო გავრცობილად საუბარი, უბრალოდ ვიტყოდი, რომ კარგია, რომ იყო ერთიანობა გამოხატული საზოგადოების მხრიდან ასეთი მასალების გამოქვეყნების მიუღებლობასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე გაერთიანდა როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქე და სასურველი იქნება, რომ ასეთი ერთიანობა ამ საკითხის მიმართ მომავალშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)