2025-04-12 16:36:21, 730 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე - მრცხვენია, სად გაგვეპარა ასეთი ადამიანი, კიდევ ვეუბნები - მოისვენე რა
![]() რა გინდათ, ასე რომ არყევთ საქართველოს? არჩევნები რომ დამთავრდა, ბევრი ვითომ შვილ დაჭერილი ოჯახის წევრები იყვნენ აქციაზე გამოსულები. მთავრობას უნდა გაუმართო აქცია, თუ იმ ხალხს, რომლებმაც არჩევნების მერე არ ინება პარლამენტში შესვლა?, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. ის ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ „უცხოეთი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რითაც ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა უნდა“. „61 დეპუტატი იქნა ოპოზიციის რიგებიდან არჩეული. მე როგორც ვიცი, მინიმუმ 50-ს პარლამენტში შესვლა უნდოდა, მაგრამ ზოგიერთი ლიდერის გამო ვერ შევიდნენ, იმ პარტიებში ხომ იყვნენ გაერთიანებული, სიით გასულები იყვნენ, ლიდერებმა უარი რომ თქვეს, ვერ გადაახტნენ და გასაგებია ჩემთვის. უცხოეთი წარამარა რაღაცებს იღებს, რაღაც განცხადებებს აკეთებს ჩვენი მისამართით, სიტუაცია რომ დაძაბოს და ერთმანეთს დაგვაჯახოს, ჩვენ ხომ ჭკუა უნდა ვიხმაროთ?! ერთი საქართველო გვაქვს, ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, არათუ ვისწავლოთ, ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ, ასე არ შეიძლება, ერთმანეთის მტრობით შორს ვერ წავალთ. ის ადამიანები, რომლებმაც ეს გამოიწვიეს, თქვენი შვილებისთვის რომ არ დაეძახათ და არ მიეყვანათ იქ, მერე მიატოვეს, დღეს რომ ციხეში არიან, იმათ მოსთხოვეთ პასუხი, სალომეს მოსთხოვეთ, ყოფილ პრეზიდენტს. მრცხვენია, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის ქვეყანაში სად გაგვეპარა ასეთი ადამიანი, დადის, დადის... ქალბატონები ბრძანდებით, თავგადაკლული დედები ხართ, სხვის შვილებსაც უფრთხილდებით, მისთვის კი ქართველი არავინაა. ვეღარ გაძღა, კიდევ ვეუბნები: ვისი სისხლი გინდა, მოისვენე რა. ვერ გვაჯობებთ ქართველებს ვერავინ, ვინც არ უნდა დაგიდგეთ, საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია იქნება, თუ ბალტიისპირელები, სკანდინავიელებს რა უნდათ, საერთოდ იციან, საქართველო სად არის? შეგვეშვან, ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვრებთ, იმ კანონებსაც არ მივიღებთ. ქვეყნის გადარჩენისთვის სამწუხაროდ, აუცილებელი ხდება იმ კანონების მიღება, მერე შეიძლება პრობლემა გახდეს, კიდევ კარგი, ამათ ხელში პრობლემა არ არის, მადლობა ღმერთს, ისე ჩამოგვექცევა ქვეყანა. არ ვითარდება ჩვენი ქვეყანა? როგორ არ ვითარდება. სწორად მოითხოვეთ რა, ვინც თქვენს შვილებს აქეზებს, დღეს ახლა ჩვენც ვერ ვეუბნებით გამოუშვითო. როდესაც ქვეყანაში ლაზარე გრიგორიადისს გმირად გახდი, ჯვარი სწერია, ღმერთმა კარგად ამყოფოს, არავის მისთვის ცუდი არ უნდა, წარმოიდგინეთ, რა დონეზე დაცემული უნდა იყო. რა დონეზე დაცემული უნდა იყო, 9 აპრილს იქ ქართველებს არ უშვებდე და ვიღაც უცხოელებს დიდი ზარ-ზეიმით იღებდე. საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჭკვიანად იყვნენ, თორემ ვერც ის უცხოელი ვერ გაივლის იქ და ვერც ისინი იქნებიან მყარად. მარხვის ბოლო და წესიერად მოვიქცეთ, გაგვახსენდეს, რომ ადამიანები, უფლის ქმნილებები ვართ. ჩვენ არ გვინდა ცუდი არავისთვის, მიხედონ თავის თავებს, ომის სპონსორები არიან და თვითონ რა ენაღვლებათ, საწყალი უკრაინა რა დღეშია და კარგად ხედავთ, რა დარჩება და რა - არა, ვინ იცხოვრებს იქ, ამ დაცლილ ქვეყანას სხვები შეავსებენ მერე და ჩვენც ეს გვინდა? ამიტომ ჭკვიანად, ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ და არა ვიღაც ჩინოვნიკების, ან ევროკომისრების. ჩვენ, ქრისტიანებმა უნდა ვისაუბროთ, არ უნდა შეგვეშინდეს, ვიღაცები დაიწყებენ, ამბიონიდან ამის თქმა არ შეიძლებაო, დღეს აქტუალურია, ქვეყანას გვართმევენ. იმას რომ ვერ მიაღწიეს, კაცი კაცზე რომ ვერ გაათხოვეს, რა დღეში არიან, წარმოიდგინეთ, ეს ძალა როგორ გაიმარჯვებდა ჩვენთან. ჩვენ რომ რამე ვთქვათ, ჰომოფობები გამოვდივართ, იმათმა რომ გვლანძღონ, მოგვკლან, დაგვწვან, გამოხატვის თავისუფლებაა, ეს საკენკი თავიანთ ერებს დაუყარონ, ჩვენ თავი დაგვანებონ. ღმერთმა საქართველო და საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი დალოცოს მიუხედავად ეროვნებისა, სარწმუნოებისა. ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, ნუთუ ციხეებს არ გავათავისუფლებთ? თუ საჭიროება არ იქნება იმის, რომ უცხოეთზე გაიყიდები, მოხვალ და შენს ქვეყანას შეუტევ, ხომ უცბად გავათავისუფლებთ ციხეებსაც? აბა გადმოდგან ნაბიჯი, თავიანთი არასწორი აღიარონ, გახდნენ ქართველები ისევ და თუ არ დავეხმარებით. ისე, შანსი არ არის, სადაც უნდა ვიდგე, იქ ვდგავარ, არ დავდგები იქ, სადაც საქართველოსთვის არ იბრძვიან და ჩემი ღმერთისთვის არ არიან“, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.
პირველად ევროპის გრან-პრიზე მშვილდოსნობაში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა
ეროვნულმა ნაკრებმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა
სპორტის სამინისტროსთვის ავტომობილების პირველი კლასის მოდელები შეიძინეს - სულ 440 ათას ლარზე მეტის
18 ჟურნალისტი და ოპერატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს - სარჩელის განხილვა ხვალ იწყება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაშიკურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
![]() რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|