|
2025-04-12 15:10:52, 739 ნახვა
საზოგადოება
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მცველები გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში აღდგენას მოითხოვენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში აღდგენას მოითხოვენ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა უზრუნველყოფილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი იდეით და არსით არის დემოკრატიული ინსტიტუცია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არ და ვერ ასრულების თავის, კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ემსახურება მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს. გუშინდელ დღემდე გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო მენეჯმენტთან ერთად გვეპოვა გამოსავალი იმისთვის, რომ შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, დაშინების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმამ გუშინ მიაღწია კულმინაციას და ორი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირსების დასაცავად იბრძვის, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჩვენ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” არ ვეთანხმებით ამ უსამართლო გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას, ასევე, უნდობლობას ვუცხადებთ მიკერძოებულ მოკვლევას და მის შედეგებს. დაშინების და მუქარის მცდელობების მიუხედავად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” ვაგრძელებთ ბრძოლას საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ანა მეტრეველის სამსახურში აღდგენას. მოვითხოვთ თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტას, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ადამიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. მოვითხოვთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დაბრუნებას „მოამბის” წამყვანის პოზიციაზე და „რეალური სივრცის” სატელევიზიო ეთერში დაბრუნებას ნინო ზაუტაშვილთან ერთად, ვინაიდან “რეალური სივრცე” არხზე ერთადერთი გადაცემა იყო, რომელიც სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებდა საზოგადოებაში და ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, სადაც ისმოდა თქვენი, ხალხის ხმა.", - აცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები. დღეს ცნობილი გახდა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ორმა თანამშრომელმა, თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა დატოვა. შეგახსენებთ, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 11 აპრილს ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ტელევიზიიდან წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლეს. განცხადების თანახმად, „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას“.
ოცნების ჯანდაცვის მინისტრი - მჯერა, რომ შსს მოქმედებდა კანონის სრული დაცვით
ხალხის მოწამვლის საქმეზე სუს-ში ვახტანგ გომელაური გამოიკითხა
სუს-ში ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) გამოკითხეს
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
უხეშობა, დოკუმენტების დაგვიანება, - აზერბაიჯანი ქართველ მებაჟეებს ტრანზიტის დაბლოკვაში ადანაშაულებს
საქართველოს პოლიციამ საპროტესტო აქციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი კამიტი გამოიყენა - BBC-ის გამოძიება
ომი უკრაინაში
ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ
უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)