2025-04-12 13:14:46, 584 ნახვა
საზოგადოება
წიგნის გამომცემლების განცხადებით, 14 აპრილს დაგეგმილ მარშს შეუერთდებიან
![]() ქართველი გამომცემლები 14 აპრილის მარშს ვუერთდებით იმის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად, რომ ამ ქვეყნის მთავარი მტერი რუსეთია, - ამის შესახებ გამომცემელმა გვანცა ჯობავამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ეს ბრძოლა არამხოლოდ თავისუფლებისთვისაა, არამედ ისტორიის დაცვისთვისაც. „ჩვენ გუშინაც ვნახეთ ფაქტები, როცა წულუკიანმა უაზროდ გაწირული უწოდა ვიღაცის პიარისთვის ჩვენს გმირს, ანწუხელიძეს. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ძალიან მალე შეიძლება უაზროდ გაწირულებიც აღმოჩნდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ქართული ენის დაცვისთვის იბრძოდნენ და ზოგადად, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ეს ბრძოლა არის არამხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლა, არამედ ჩვენი ისტორიისთვის, რადგან ამ ადამიანებს, ჩვენს ე.წ. ხელისუფლებას სურს ჩვენი ისტორია დაგვავიწყოს და ასევე, დაგვავიწყოს, რომ ამ ქვეყანას მთავარი მტერი ჰყავს რუსეთის სახით. ეს არის თითოეული ჩვენგანის ბრძოლა. ამ შეკრების მიზანია, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ძალიან მალე შეიძლება ჩვენს ენასაც დასჭირდეს კიდევ ერთხელ დაცვა და ეს ისტორია დაბრუნდეს. ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს, აუცილებელია, ერთად დავდგეთ, ყველამ გავაცნობიეროთ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ამ ბრძოლაში, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა, რომელიც ქართველმა ხალხმა გამარჯვებამდე უნდა მიიყვანოს“, - განაცხადა ჯობავამ. საქართველოს წიგნის ასოციაციის თავმჯდომარის, გამომცემელ ნატო ალხაზიშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 35 წლის თავზეც ქვეყანაში ენისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ისევ ბრძოლა უწევთ. „ჩვენთვის, როგორც გამომცემლებისთვის, ენა ჩვენი ინსტრუმენტი, ჩვენი მუშაობის საშუალებაა. მიგვაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლებას საქართველოში საფრთხე უდგას, თავად ის ფაქტი, რომ ქართული ენის დღეს გვიწევს მსვლელობა, რომ დავიცვათ ენა და სიტყვის თავისუფლება, ის, რომ გამომცემლებს და სხვა ადამიანებს ოფიციალური მხარდაჭერის გამოხატვა უწევთ, თავისთავად იმის ნიშანია, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. ენის დღე არის ზეიმი და დამოუკიდებლობის მოპოვების 35-ე წელიწადს ისევ ენის და სიტყვის თავისუფლების დაცვა არ უნდა გვიწევდეს“, - განაცხადა ნატო ალხაზიშვილმა.
ონისე ცხადაძე პოლიციელს - რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში?
სერგეი ლავროვი - ზელენსკი საბრალო ადამიანია, ეს მსოფლიომ იცის
მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება დიდი შეცდომა და სისუსტის დემონსტრირება იყო
|
რედაქტორის რჩევით
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
![]() პუტინის და ოცნების პროპაგანდისტები ევროპის ლიდერების გასაშავებლად გაერთიანდენ
ომი უკრაინაში![]() უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შეუტიეს
![]() რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|