|
2016-03-14 20:22:41, 560 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში თვითმმართველობის წარმომადგენლები დაცვას ფიზიკურად გაუსწორდნენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლები დაცვას ცოტა ხნის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. დაძაბული ვითარება იყო თსუ-ს პირველი კორპუსის პირველ სართულზე, სადაც რექტორ ვლადიმერ პაპავას კაბინეტია. თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რექტორის კაბინეტის კარის შემტვრევას ცდილობდნენ. ორი სტუდენტური ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. ადგილზე მობილიზებული დიდი რაოდენობით სამართალდამცავები, ცდილობდნენ, დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ. "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია. ცნობისთვის, თვითმმართველობის წამრომადგენლები და მათი მხარდამჭერები თუს-ს რექტორ ვლადიმერ პაპავას გადაყენებას მოითხოვენ, ხოლო თსუ-ში შეკრებილი ის სტუდენტები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქციას მართავენ, ითხოვენ, ე.წ. ოდეერებმა დატოვონ უნივერსიტეტი, დაიწყოს გამოძიება და მოხდეს სისტემური ცვლილებები. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა, გიორგი გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნა იყო, რაც დაკმაყოფილდა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)