2025-04-11 20:57:32, 702 ნახვა
საზოგადოება
ივანოვ-ჩიქოვანი - ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ვამხილეთ ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ინტერესების გატარებაში
![]() ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ მე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებმა ვამხილეთ ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ინტერესების გატარებაში და ხმამაღლა მოვითხოვეთ იმის გაკეთება, რაც კანონით ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს და რასაც, სამწუხაროდ, იგი არ აკეთებს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ყველაფერს არაფორმალურად ვასილ მაღლაფერიძე განაგებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უკანასკნელი სხდომის შემდეგ, რომელზეც მე და ნინო ზაუტაშვილი უკვე აღარ შეგვიშვეს, ვასილ მაღლაფერიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ მის ხუთსაათიან აბსურდზე ჩვენ პასუხი არ გაგვეცა. მე უკვე ველოდებოდი, რომ კონკრეტულად დღე- დღეზე ამ გადაწყვეტილების შესახებ მაცნობებდნენ. მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, ეს გენერალურმა დირექტორმაც თავად მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი არ იქნებოდა. სამეურვეო საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ ამას, რასაკვირველია, ველოდი, თუმცა ვიცი, რომ ეს არ არის არც მენეჯმენტის გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ჩვენ შეიძლება რაღაც მართვის სისტემა გვქონდეს მაუწყებელში, მაინც მაუწყებელში ყველაფერს არაფორმალურად განაგებს ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც მე კვლავინდებურად ვამხელ პოლიტიკური ინტერესების გატარებაში. ეს არის მისი გადაწყვეტილება, ეს არის იმის გამოძახილი, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად ვერ ასახავს საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს და, სამწუხაროდ, 100 მილიონის დახარჯვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტული ყოფილა კულინარიული შოუ, პრიორიტეტული ყოფილა გასართობი შოუ და არა ფართო საზოგადოებრივი დისკუსია საზოგადოებისთვის აქტუალურ პოლიტიკურ თუ სხვა სოციალურ საკითხებზე. თინათინ ბერძენიშვილს ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ მე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებმა, ერთის მხრივ, ვამხილეთ ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ინტერესების გატარებაში და მეორეს მხრივ, ხმამაღლა მოვითხოვეთ იმის გაკეთება, რაც კანონით ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს და რასაც, სამწუხაროდ, გასული წლის ზაფხულის ბოლოდან იგი არ აკეთებს. პრაქტიკულად, სტერილური ეთერით გადავიარეთ წინასაარჩევნო და საარჩევნო ეთერი, ასევე სტერილური ეთერით გადავიარეთ ის მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე. აუცილებლად გავივლი იურისტებთან და, რასაკვირველია, სამართლებრივ გზებს მივმართავთ”, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
![]() ვინ არის რობერტ ფრენსის პრევოსტი, არჩეული კარდინალი რომის პაპად
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ომი უკრაინაში![]() კიევი 10 მაისს ე.წ. მსურველთა კოალიციის ლიდერთა შეხვედრას უმასპინძლებს
![]() ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის 1.9 მილიარდამდე ევრო გამოუყო
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|