|
2016-03-14 18:37:32, 613 ნახვა
საზოგადოება
Jandacva.ge-ს პრესკლუბი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელს ლაშა კილაძეს უმასპინლებს
15 მარტს, 13.00 საათზე, jandacva.ge-ის პრესკლუბში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით, შეხვედრას გამართავს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე. სასაუბრო თემა იქნება „სააფთიაქო ნარკომანია“. რეცეპტის ინსტუტის შემოღების მიუხედავად საქართველოში სააფთიაქო ნარკომანიის თემა კვლავ აქტუალურია. ქვეყანაში წარმატებით აგრძელებენ ფუნქციონირებას ისეთი აფთიაქები, რომლებიც ურეცეპტოდ ყოველგვარი ნებართვის გარეშე გასცემენ სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებს. დღეს არსებული კანონით, სამართალდამრღვევი აფთიაქი პირველ ჯერზე ჯარიმდება 6 000 ლარით, მეორე შემთხვევაში - 12 ათასი ლარით, მესამე სამართალდარღვევას კი აფთიაქის გაუქმება მოსდევს. მოქმედი კანონმდებლობა აფთიაქის მეპატრონეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ კანონი დაარღვია, საშუალებას აძლევს ხელახლა დარეგისტრირდეს ამჯერად უკვე ახალი სახელით. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამუშავების პროცესშია სწორედ მსგავსი ფაქტების აღმოფხრას შეუწყობს ხელს. რას ამბობს უახლესი სტატისტიკური მონაცემები სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ, როგორია ამ კუთხით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის პოზიცია, ამ თემებთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე jandacva.ge-ის პრესკლუბში ისაუბრებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)