2025-04-10 19:55:40, 575 ნახვა
მსოფლიო
კონგრესმენი როჯერსი - პუტინს 2008-ში საქართველოში შეჭრისკენ საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილმა უბიძგა
![]() ვლადიმირ პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის. ის გამოუსწორებელი КГБ-ს აგენტია, რომელსაც სჯერა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა "საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა" იყო - ამის შესახებ, განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ევროპაში აშშ-ს სამხედრო პოზიციების განხილვას ეხებოდა. მისივე თქმით, პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილმა უბიძგა, 2008 წელს საქართველოს დასხმოდა თავს, 2014 წელს ყირიმსა და დონბასში შეჭრილიყო, და შემდეგ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა წამოეწყო 2022 წელს. ,,ისინი, ვინც NATO-ს გაფართოებას აბრალებენ ან ამბობენ, რომ როგორღაც რუსეთის პროვოცირება მოხდა უკრაინაზე თავდასხმისკენ, ცდებიან. უკრაინელმა ხალხმა მამაცურად იბრძოლა სამი წლის განმავლობაში საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მაგრამ ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს - დროა, სისხლის ღვრა შეწყდეს. პრეზიდენტ ბაიდენს არასდროს ჰქონდა გეგმა ომის დასამთავრებლად. შეიარაღების ნელა მიწოდებითა და ისეთი სანქციების შემოღებით, რომლიდანაც თავის დაღწევა იყო შესაძლებელი, მან კონფლიქტის ჩიხში შეყვანა დაუშვა. თუმცა, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩიხიდან გამოსვლა მოახერხა. უკრაინა პირველ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა - რითაც მშვიდობის მიმართ სურვილი გამოხატა. თუმცა, რუსეთმა იგივე ნაბიჯზე უარი თქვა და განაგრძობს უდანაშაულო მოქალაქეების დახოცვას. ჯერ კიდევ გასულ კვირას, რუსეთმა სათამაშო მოედანი დაბომბა და ცხრა ბავშვი მოკლა. უდანაშაულო უკრაინელი ბავშვების დახოცვას მშვიდობა არ მოაქვს. პრეზიდენტი ტრამპი სწორი იყო, როცა პუტინი გააფრთხილა, რომ თუ მალე კეთილი ნებით მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ აშშ წნეხს გაზრდის და უპრეცედენტო სანქციებს დააწესებს, ვინაიდან, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, პუტინი მხოლოდ ძალას სცემს პატივს - და ის შესაბამისადაც მოქმედებდა: მან Nord Stream 2 დაასანქცირა; იგი ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა რუსეთის მხრიდან დარღვევების შემდეგ; მან პოლონეთში დამატებითი სამხედროები გაგზავნა და უკრაინა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით შეაიარაღა, და არა - გადასაფარებლებით. ამიტომ არ შეიჭრა პუტინი უკრაინაში პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში. ასევე ამიტომ უნდა დაამტკიცოს პუტინმა, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულადაა განწყობილი - და ეს სწრაფად უნდა ქნას. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ეს მოლაპარაკებები გააჭიანუროს. მართალია, ვეთანხმები იმას, რომ ჩინეთი ჩვენთვის მზარდი საფრთხეა, ჩვენ რუსული საფრთხის წინაშე მტკიცე და შეურყევლები უნდა ვიყოთ. რადგან რეალობა ისაა, რომ რუსეთი ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე დიდ და მრავალფეროვან ბირთვულ არსენალს. ხოლო უკრაინაში მასობრივი დანაკარგების მიუხედავად, რუსული არმია ახლა იმაზე დიდია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო. რუსული ჯარი ასევე უფრო სწრაფად აღდგენის პროცესშია, ვიდრე მოველოდით. და მისი ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა საომარ რეჟიმზეა და მას მხარს უჭერს ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, მაშფოთებს ცნობები, რომ თავდაცვის დეპარტამენტში ზოგიერთი არა მხოლოდ NATO-ს სარდლობაზე უარის თქმას ფიქრობს, არამედ ევროპაში ჩვენი პოზიციების მნიშვნელოვნად შემცირებასაც განიხილავს. განსაკუთრებით მაშფოთებს ის, რომ კონგრესთან არ ყოფილა კონსულტაციები. NATO-ში აშშ-ს ხელმძღვანელობა გადამწყვეტია, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამერიკული ძალები - მათ შორის ჩვენი ბირთვული შეიარაღება - ყოველთვის დარჩეს აშშ-ს სარდლობის ქვეშ. და ახლა ევროპაში ჩვენი პოზიციების შემცირება - განსაკუთრებით NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე - პუტინთან ჩვენს ბერკეტებს შეასუსტებს. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობის წყალობით, NATO-ს ჩვენი ევროპელი მოკავშირეები, როგორც იქნა, სერიოზულები არიან ალიანსის კოლექტიურ თავდაცვაში ინვესტიციის ჩადების შესახებ. პირველად აღიქმება, რომ ევროპა მზადაა, ტვირთის ძირითადი ნაწილი ზიდოს. ასეც უნდა იყოს. ეს მხოლოდ პოლონეთი, რუმინეთი, ფინეთი და ბალტიის სახელმწიფოები არ არის. ალიანსში მოკავშირეები თავდაცვის ხარჯს ზრდიან. მაგრამ ევროპის კვლავ შეიარაღებას დრო დასჭირდება. ნაადრევად გამოსვლით გავრისკავთ მეტი რუსული აგრესიისთვის გზის გახსნას - შესაძლოა, NATO-ს წინააღმდეგაც. ამიტომ, მე მტკიცედ ვემხრობი ამ დროისთვის ევროპაში აშშ-ს ამჟამინდელი პოზიციების შენარჩუნებას'' - აცხადებს კონგრესმენი.
ბექა ლილუაშვილი - თუ ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება?
ჯო უილსონი - „ქართული ოცნების“ რეჟიმს სძულს ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი
ევროკომისია - 9 მაისს ვუჩიჩის მოსკოვში ვიზიტი სერბეთის EU-ში გაწევრიანებას გაართულებს
MEGOBARI აქტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის ეტაპზე გადადის
|
რედაქტორის რჩევით
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
![]() რეჟიმის მიერ ოთხი მაღაროელის დაჭერის მიზეზი და ქრონოლოგია
ომი უკრაინაში![]() უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა
უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
|