|
2016-03-14 13:33:51, 460 ნახვა
საზოგადოება
ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა
ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მერის დავით ნარმანიას დავალებით, ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, კერძოდ, 30 აპრილის ნაცვლად 14 მარტს დასრულდა, შესაბამისად, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად არის აღდგენილი. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად, დღეს ბარათაშვილის ხიდის სავალ ნაწილზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ხიდის ქვეშ არსებული საფეხმავლო გადასასვლელის დროულად და ხარისხიანად დასრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები გასცა. “ბარათაშვილის ხიდზე სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა სრულად არის აღდგენილი. როგორც ეს დავალებით ჰქონდა კომპანიას, მან დადგენილ ვადაში, 15 მარტამდე დაასრულა სამუშაოები და გაიხსნა მოძრაობა. რაც შეეხება ხიდის ქვედა ნაწილს, გრძელდება მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოები და უახლოესი 1 თვის განმავლობაში ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელებიც მორჩება, ამით კი მთლიანად დავასრულებთ ბარათაშვილის ხიდზე სამუშაოებს”, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ამ დროისათვის, დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი: საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, მოაჯირების მონტაჟი ხიდის ქვეშ მდებარე საფეხმავლო ბილიკზე, ასფალტის საფარისა და ფილების დაგება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის სავალ ნაწილს, მოეწყო ჰიდროიზოლაცია, ასფალტის ახალი საფარი საავტომობილო გზაზე და ბორდიურებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს ხიდის ქვეშ არსებულ საფეხმავლო გადასასვლელებზე. ბარათაშვილის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ენ სი სი" აწარმოებს და თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის, ჯამში 1,970,000 ლარი დაიხარჯება. ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაში იყო, შესაცვლელი აღმოჩნდა ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ბორდიურები და მიწისქვეშა გადასასვლელები. ბარათაშვილის ხიდი მე-20 საუკუნის 60–ან წლებში აშენდა. ნაგებობამ მანამდე არსებული რკინის კონსტრუქცია ჩაანაცვლა. აშენების შემდეგ, მისი რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)