02:55 - 08 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 21:05:25, 702 ნახვა

მსოფლიო
ანდრეი ერმაკი - შეერთებულმა შტატებმა უკვე გააცნობიერა, რომ რუსეთი მშვიდობისკენ არ ისწრაფვის

აშშ-მ უკვე გააცნობიერა, რომ რუსეთი მშვიდობისკენ არ ისწრაფვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინამ უკვე აჩვენა თავისი სწრაფვა ცეცხლის სრული შეწყვეტისკენ, მაგრამ რუსეთი ამ სურვილს არ იზიარებს და ამერიკელებმა ეს დაინახეს.

ანდრეი ერმაკმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ, ესმის თუ არა ამერიკულ მხარეს, რომ სწორედ რუსეთი არ ისწრაფვის მშვიდობისკენ.

„ვფიქრობ, რომ დიახ. ჯიდასა და ერ-რიადში გამართული შეხვედრების მთავარი შედეგი არის ის, რომ ამერიკულ მხარეს არ აქვს არანაირი კითხვები უკრაინის მიმართ. უკრაინა აჩვენებს თავისი პოზიციის აბსოლუტურ გამჭვირვალობას, აბსოლუტურ ადეკვატურობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ცეცხლის სრული შეწყვეტა არის ნამდვილად ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, ეს ლოგიკური და სწორია“, – აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.

ამასთან, მისი თქმით, ამას დღეს რუსეთი მხარს არ უჭერს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკელებისა და სხვა პარტნიორების მხრიდან სწორედ ასეთი ძლიერი პოზიცია და რუსეთზე ზეწოლა არის ის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ“, – აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჰკითხეს, რამდენად წარმატებით ხორციელდება ზღვასა და ენერგეტიკულ ობიექტებზე ზავის შესახებ შეთანხმებების დაცვის მონიტორინგი.

„სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს მონიტორინგისა და კონტროლის ასეთი მკაფიო მექანიზმი. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამერიკულ მხარეს აქვს ყველა შესაძლებლობა, ამის განსახორციელებლად და ეს არა მხოლოდ უნდა გაკონტროლდეს, არამედ უნდა გავიგოთ, რა ხდება, როცა ეს ირღვევა? დღეს დარღვევა ხდება ისეთ რეჟიმში, რომ ყოველდღიურად, სამხედროებს აქვთ რუსული მხარის მიერ დარღვევის ფაქტები. და ჩვენ გადავცემთ ამ ინფორმაციას ამერიკულ მხარეს, გადავცემთ სხვა პარტნიორებს, მათგან ველოდებით რეალურ ნაბიჯებს რუსეთზე ზეწოლის მიმართულებით“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაგეგმილია თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდები, ანდრეი ერმაკმა უპასუხა, რომ კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

„კონკრეტული თარიღები ჯერ არ არის. ვფიქრობ, მალე ეს საუბრები, პირველ რიგში, ჩვენი საუბრები ამერიკელებთან, გაგრძელდება. რაც შეეხება შეხვედრებს, ვფიქრობ, მალე ისინიც გაგრძელდება“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს- აქციის მონაწილეს ძაღლმა უკბინა
ევროკომისიამ ამერიკულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები შეიმუშავა
რუსთაველზე აქციის მონაწილეთა დაკავება ძალადობრივი იყო - ვიდეო
პოლიციამ რუსთაველის გამზირზე რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
სალომე ზურაბიშვილის სპეციალური განცხადება #EPN #გააზიარე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics