|
2025-04-02 16:23:09, 1737 ნახვა
კომენტარი
კალასი და კოსი - ახალი კანონები დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად
ახალი კანონმდებლობა, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე, დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, რაც მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ხელშია. „ახალი კანონმდებლობა, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე, დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის. ეს კანონები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო აქტივისტების მუშაობას, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გადარჩენას, ადამიანის უფლებების დაცვას, ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ძირს უთხრის. ეს ნაბიჯები კიდევ უფრო ანადგურებს დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში. ასეთი ქმედებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის პლურალიზმის ღირებულებებთან და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველოდით. ისინი უარყოფითად იმოქმედებენ საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოავლინონ ნამდვილი და შეუქცევადი ვალდებულება ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის. ეს მოითხოვს მოქალაქეების მიმართ ძალადობის შეჩერებას, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების შეჩერებას, ვენეციის კომისიის კონსულტაციების გათვალისწინებას და მნიშვნელოვან დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან არსებული კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთლიანად ქვეყნის ხელისუფლების ხელშია. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ყველა ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტრამპმა და პუტინმა, მორიგ ჯერზე ტელეფონით ისაუბრეს
ტრამპის შვილებს პენტაგონისთვის უკრაინული დრონების ტექნოლოგიის გადაყიდვა სურთ
საფრანგეთი ირანში ავიამზიდს და სამხედრო გემებს გაგზავნის ჰორმუზის სრუტის გასახსნელად
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ის გამოძიების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ქალთა წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის კონვენციიდან გამოსვლას აპირებს
ტრამპს ირანის წინააღმდეგ ქურთების გამოყენება სურს - დაიწყება თუ არა რეგიონში ქაოსი
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არმავირში ნავთობის საწყობს შეუტიეს
ხარკოვში რუსებმა მაღალსართულიანი შენობა დაბომბეს: 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)