|
2016-03-13 12:12:40, 702 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში შეკრებილმა სტუდენტებმა "რუსთავი 2“-ს ბოიკოტი პირდაპირ ეთერში გამოუცხადეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილმა სტუდენტებმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბოიკოტი პირდაპირ ეთერში გამოუცხადეს. ტელეკომპანიის ეთერში სტუდენტთა კრიტიკული ნაწილის სახელით, თსუ-ს სტუდენტმა გვანცა ხონელიძემ ისაუბრა. ისინი "რუთავი2"-ს გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასგან მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. „დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს სრულიად უპასუხისმგებლო, ირონიულ და არაადექვატურ განცხადებას და იგი სტუდენტებს ცილს სწამებს და აკრავს პარტიულ იარლიყებს. ასევე, ცდილობს, ეს ჯანსაღი პროტესტი გარიოს პარტიათა თამაშში, რაც არის მიუღებელი და დასაგმობი. "მოკლედ, დიდი ამბავი ატყდა, ჟორჟოლიანს რა კავშირი შეიძლება ქონდეს სტუდენტებთანო. ჯერ ერთი, ვინც აქციას ვუჭერთ მხარს (მე პირადად იმ მოტივით, რომ სტუდენტის აზრი გადამწყვეტი მგონია, როცა წყდება, მისი სტუდენტობა ვინ უნდა წარმართოს), იმაზეც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რამე სუსის დაგეგმილი და პოლიტიკურად ანგაჟირებული არ შემოგვემხარდაგვეჭიროს ps ვინმე მაინც თუ ფიქრობთ, რომ ჟორჟოლიანს გაარექტორებთ, მანამდე არ აგიდგათ გვერდები, გინდა სტუდენტს და გინდა სუსელს",-წერს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, რომ თსუ-ს სტუდენტები სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, რამდენიმე დღეა აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, გიორგი გაფრინდაშვილმა კანცლერობაზე კანდიდატურა მოხსნას და უნივერსიტეტი ე.წ. ოდეერებმა დატოვონ.
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)