08:40 - 01 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 17:41:32, 706 ნახვა

მსოფლიო
ნაიჯელ ფარაჟი - ვერ გვექნება მშვიდობა, რომელიც პუტინს გამარჯვებულად აქცევს

გაერთიანებული სამეფოს მემარჯვენე რეფორმების პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჟმა, რომელიც ბრიტანეთში ტრამპის მოკავშირედ მიიჩნევა, თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი "ზედმეტად ბევრს იღებს" რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებებიდან.

"საკმაოდ სწორია, რომ მშვიდობა გვქონდეს მიზნად, მაგრამ ვერ გვექნება მშვიდობა, რომელიც პუტინს გამარჯვებულად აქცევს". - თქვა ფარაჟმა BBC-სთან საუბრისას. "მე 100%-ით არ დავეთანხმებოდი იმას, სადაც ახლა მისი გუნდია, ნამდვილად არა". - დაამატა მან.

"ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვინდა". - აღნიშნა ფარაჟმა: "ცხადია, ყველას უნდა სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ საჭიროა, რომ ის სამართლიანი იყოს. ახლა, როგორც ჩანს, რუსეთი ზედმეტად ბევრს იღებს [მოლაპარაკებებიდან]".

კითხვაზე, კონკრეტულად ტრამპი უთმობს თუ არა პუტინს პოზიციებს, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა განმარტა, რომ "ახლა, ასე გამოიყურება. შესაძლოა, კულისებს მიღმა რუსულ მხარეს რაღაცები ხდებოდეს, რომელიც არ ვიცით, მაგრამ ამჟამად საფიქრალი ეს არის".

მანამდე 13 თებერვალს, "რეფორმების პარტიის" ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჟმა თქვა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად „აუცილებელიცაა" მას შემდეგ, რაც წინა დღით აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა თქვა, რომ "აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი".

ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ფარაჟმა აღნიშნა: „თუ შევძლებთ, რომ პუტინი და ზელენსკი ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ გონივრული მოლაპარაკებები გაიმართოს, ვფიქრობ, სამომავლოდ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება, ალბათ, აუცილებელია".

ფარაჟმა თავისი პოზიცია იმავე საღამოს GB News-ის ეთერში კიდევ უფრო გაამყარა და განაცხადა: "უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ახლა ამ სამშვიდობო შეთანხმების თითქმის ყველაზე აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამი თვის იოანეს ჩვენი დახმარება სჭირდება
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა ქართველი ხალხის ნება
ბადრი ჯაფარიძე - უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ
სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმი მხოლოდ მათი წარუმატებლობის ნიშანია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics