21:39 - 31 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 12:59:15, 526 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში შობადობა შემცირდა, გარდაცვალების რაოდენობა გაიზარდა - 2024 წლის სტატისტიკა

2024 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 415 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (237 ბავშვი).

ამის პარალელურად, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2.8 პროცენტით გაიზარდა და 43 971 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 492 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (533 კაცი).

2024 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.4 პრომილე შეადგინა. 2024 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.6 პრომილე შეადგინა.

ამ მონაცემების თანახმად, 2024 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -4 488 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი - საჭიროა, შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა
სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს - თქვენ უარს ეუბნებით უცხო ქვეყნის რეჟიმის გაბატონებას, თქვენთან ერთად დგას საქართველო
თინა ბოკუჩავა - ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა
მამუკა მდინარაძე - ვერანაირი ზეწოლა ვერ აგვაღებინებს ხელს სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics