22:55 - 31 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 12:57:35, 647 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს - არ დავინახო, რომ ტონს აუწიოთ! ორმა სამხედრომ იმდენი ქენით, მაიძულეთ, სხვანაირად გელაპარაკოთ

„რას ჰქვია, გადასარჩენი ქალბატონო თეა?!. ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. რას მეკითხებით, ვერ გავიგე! რა გინდათ, ბოლო-ბოლო?! რას მეკითხებით?“- ასე მიმართა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა დროებითის საგამოძიებო კომისიის წევრებს სხდომაზე.

კომისიის დღევანდელ სხდომაზეც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია. კომისიის წევრებმა, მათ შორის კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა მას რამდენჯერმე დაუსვეს შეკითხვა აგვისტოს ომის დროს მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით.

„სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელმა, როგორც კი გაიგეთ ინფორმაცია ტელევიზიით, თუ ადგილზე, რომ პირველი აგვისტოდან მეორე მხარემ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, ასევე სარდალმა კულახმეტოვმა არ მოგისამძიმრათ. ასევე თქვით, რომ მარტო იყავით და თქვენ თუ მარტო იყავით, ჩვენი მოსახლეობა ხომ სულ მარტო იყო?!. თქვენ სიტყვებს ვიმეორებ, რომ მიხვდით, რომ თქვენც კი მარტო ხართ, თქვენს უფლება-მოსილებაში შედიოდა, თუ არა რომ მინიმუმ განგაშის ზარი შემოგეკრათ,რომ მოსახლეობაში მსხვერპლი თავისად აგეცილებინათ და თუ ეს იყო თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის?“- მიმართ წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს.

მამუკა ყურაშვილმა უპასუხა,რომ გაერთიანებული შტაბი ჩააყენა საქმის კურსში.

„თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განგაში უშიშროების საბჭოს გარეშე, გენშტაბის გარეშე ამეტეხა და სახლებზე დამეწყო კაკუნი? რას მეკითხებით, ვერ გავიგე“, - მიმართა წულუკიანს ყურაშვილმა.

ამის შემდგომ თეა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილის კვლავ გაუმეორე თავდაპირველი კითხვა, რომ მისი, როგორც სამშვიდობოს ერთ-ერთი პირდაპირი მოვალეობა იყო სამოქალაქო მოსახლეობაზე ზრუნვაც. შესაბამისად, როცა ადგილზე იყო, ხომ ჰქონდა „ძვირფასი შესაძლებლობა“, საკუთარი თვალით ენახა ადგილზე ვითარება, რაზეც მამუკა ყურაშვილმა უპასუხა, რომ პირველი აგვისტოს შემდეგ ცხინვალში ვეღარ გადაადგილდებოდა, შესაბამისად ამის შესაძლებლობა არ ჰქონია. მისiვე განმარტებით, დეტალურ ინფორმაციას გადასცემდა გაერთიანებულ შტაბს. ამის შემდგომ თეა წულუკიანმა ყურაშვილს ჰკითხა:

„პირველად როდის გადაეცით, ბატონო გენერალო, მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი, აქ კარგად არ არის საქმე, რომელი დღე იყო, როცა ეს გადაეცით?“-ჰკითხა წულუკიანმა ყურაშვილს.

თავის მხრივ, მამუკა ყურაშვილმა საპასუხოდ განაცხადა:

„რას ჰქვია, გადასარჩენი ქალბატონო თეა?! ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. რას მეკითხებით, ვერ გავიგე! რა გინდათ, ბოლო-ბოლო?! რას მეკითხებით?“- აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა.

ყურაშვილის ამ პასუხს გამოეხმაურა კომისიის წევრი, ალექსანდრე ტაბატაძე.

„ბოლო-ბოლო, რა გინდა” კი არა, მომისმინე ერთი წუთით! ცოტა დაუწიეთ... აქ არავინ ზის არც ნაკლები და არც...სხვა რამეს გეკითხებათ. თქვენ ამაზე ხართ პასუხისმგებელი. სწორედ იმიტომ გაქვთ სამშვიდობო მისია, რომ იქ მოსახლეობა დაიცვათ. როდესაც თქვენ გააკეთეთ მოხსენება, რომ ასეთი მდგომარეობაა, მოწინააღმდეგე მხარეს გაჰყავს ხალხი, ანუ საგანგაშო ვითარებაა. ორი ჯარისკაცი მოგვიკლეს. თქვენ ითხოვთ და ვალდებულიც იყავით, რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები. მაშინ უნდა გვითხრათ,რომ იქიდან არავითარი პასუხი არ გქონიათ. მე ვიცი, რომ თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები და კონფლიქტები ამაზე გქონდათ,“ - მიმართა ალეკო ტაბატაძემ.

ამასთან, კომისიის თავმჯდომარემ გენერალს შეახსენა, რომ მუშაობის წესებზე უნდა შეთანხმდნენ.

„მე არ მგონია,რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ და მოდით, ყველა მოვიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მობრძანდით“, - მიმართა წულუკიანმა ყურაშვილს, რაზეც მამუკა ყურაშვილმა რეპლიკით უპასუხა: „გისმენთ, რა მოვიქეცი ასეთი?!“

„სალაპარაკო ენაზე ვიტყვი, გუშინ, მე ძალიან ბევრი რაღაც, როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე, ტონი გავატარე! ტო-ესბის ძახილი გავატარე. ბევრი რაღაც გავატარე, ამიტომ, მოდით, ახლა „დავჭკვიანდეთ“ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ! თუ მობრძანდით მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს, პირველ რიგში, გასაგებია?! რა მინდა და ახლა დაგისვამთ კითხვას და უპასუხეთ. აქ გისვამენ კითხვებს. აქ არცერთი არ გეგონოთ, რბილად ვიტყვი და აქ წევრებს ბოდიშს ვუხდი წევრებს - თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე, რა! წერტილი!“, - მიმართა თეა წულუკიანმა ყურაშვილს.

ასევე, მას წულუკიანმა კითხვით მიმართა, ცხინვალში მყოფ შერეულ ოჯახებთან დაკავშირებით თუ ჰქონდა ვინმესთან საუბარი, რაზეც ყურაშვილმა უპასუხა, რომ „გენერალ გოგავასთან“.

„მან, აქ რომ შემობრძანდით, მოგცათ უფლება, ყველაფერი მე დამაბრალეო, თუ როგორ ხდება? თქვენ, იმდენი ქენით ორმა სამხედრო პირმა, მაინც მაიძულებთ, რომ სხვანაირად გელაპარაკოთ, არ მინდოდა, ღმერთი მაღალია და იცის. ვატყობ, დიდი დრო დაგვჭირდება თქვენზე დასახარჯად, ამიტომ ომში ნამყოფმა კაცებმა ჩემზე მეტად მოთოკეთ ნერვები“, - მიმართა მას წულუკიანმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა ქართველი ხალხის ნება
ბადრი ჯაფარიძე - უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ
სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმი მხოლოდ მათი წარუმატებლობის ნიშანია
სალომე ზურაბიშვილი - საჭიროა, შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics