09:35 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 21:42:45, 1084 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ

უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დღეს განსაცდელი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს უდგას, რეალურია , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს ქართველი ხალხის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"დღეს ისტორიული დღეა, ამ დღეს აქვს მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, რამდენადაც ამ დღეს, 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო განსაკუთრებული ერთიანობის, ემოციის და თავისუფლებისთვის ბრძოლის კიდევ ერთი დამადასტურებელი დღე. ქართველი ხალხი მუდმივად ილტვოდა თავისუფლებისკენ. ეს დღე არის თავისუფლებისთვის ბრძოლის, ერთიანობის დღე. ამიტომ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა, რათა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რეფერენდუმს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დღეს ის განსაცდელი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს უდგას, რეალურია. მას უნდა ვუპასუხოთ სწორედ იმ ერთიანობით, რომელიც 1991 წლის 31 მარტს იყო", - განაცხადა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics