2025-03-28 11:44:58, 586 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში ტრეფიკინგის ქსელის წამყვანი წევრი, 44 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
![]() საბერძნეთში, სალამინაში ტრეფიკინგის ქსელის წამყვანი წევრი, საქართველოს 44 წლის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ჩამორთმეული გემები, რომლებიც საბაჟო და საპორტო ორგანოების მიერ აუქციონზე იყო გატანილი, კონტრაბანდისტული ჯგუფის მიერ თურქეთიდან საბერძნეთში მიგრანტების გადასაყვანად გამოიყენებოდა. კრიმინალური ქსელის საქმიანობა სანაპირო დაცვის მიერ ეროვნულ დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით ერთთვიანმა გამოძიებამ გამოავლინა. როგორც მედია აღნიშნავს, დაკავებული ქართველი 2018 წლიდან, მიგრანტებისა და ნარკომანიის საკითხებში, საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურების ეჭვმიტანილთა სიაშია შეყვანილი. ის სახლისა და ბიზნესის ჩხრეკის დროს დააკავეს და გამომძიებელ მოსამართლეს წარუდგინეს. დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ასევე, იდენტიფიცირებულია თურქეთის მოქალაქე, რომელსაც ამავე საქმეზე ეძებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის თავის ქვეყანაში გაიქცა. მის მიმართ დაკავების ორდერია გაცემული და ძებნა მიმდინარეობს. როგორც მედია წერს, დაკავებული ქართველისა და მისი უშუალო თანამზრახველების ქმედებები უკვე წელიწადზე მეტია გამოძიების საგანია, თუმცა საქმეში განვითარებული მოვლენები ბოლო 10 დღის განმავლობაში დაჩქარდა, მას შემდეგ რაც 74 უცხოელის უკანონოდ გადაყვანისთვის დოდეკანესში ადამიანებით მოვაჭრეების გემი და მისი 25 წლის თურქი კაპიტანი დააპატიმრეს. გამოძიებამ აჩვენა, რომ სულ მცირე ოთხი ხომალდი, რომლებიც დაკავშირებული იყო ტრეფიკინგის რგოლთან, თავდაპირველად საბერძნეთის ხელისუფლებამ მეპატრონეებს ჩამოართვა და აუქციონზე გაიტანა, თუმცა ისინი კვლავ ადამიანებით მოვაჭრეების საკუთრებაში გადავიდა. ხელისუფლების მრავალთვიანი გამოძიების შედეგად ადამიანებით ვაჭრობის რგოლების მიერ ნავების ხელახალი გამოყენების სულ მცირე ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.
ელენე ხოშტარია - შეიგნეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა აღადგინოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ეს სურს
პაატა მანჯგალაძე - „ქოცების“ ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვა-ბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა!
|
რედაქტორის რჩევით
სამხედროები და 2008 წლის ომის ვეტერანები ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ
![]() როგორ ასრულებს წულუკიანის ე.წ კომისია კრემლის დაკვეთას - მხოლოდ ფაქტები
ომი უკრაინაში![]() ანდრეი სიბიგა - რუსეთმა აშშ-თან შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვია და ხერსონს დაარტყა
![]() წლის დასაწყისიდან პირველად, უკრაინაში ღამემ დრონებით შეტევის გარეშე ჩაიარა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|