|
2016-03-13 10:14:42, 646 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია უწყების სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების მუშაობას გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. სურსთის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამსახურში დასაქმებულია 30-მდე სპეციალისტი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში სასურსათო ბაზრის კონტროლს, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ახორციელებენ. შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, რეგიონში მნიშვნელოვნად გაზრდილია ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში წვრილფეხა პირუტყვის ჭირი არ გამოვლენილა, დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს შხამ-ქიმიკატების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების აღწერა და კარტოფილის საწყობების საკარანტინო მავნებლებზე შემოწმება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა (აქედან 3 მაღალი გამავლობის) და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით (ვაქცინებისა და პათმასალის გადასატანად). საჭირო აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2014 წლიდან ინტენსიურად მუშაობს რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე; ლაბორატორიაში დაინერგა სურსათის და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების (მათ შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციების) პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა. 2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. 2015 წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო. ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
კობახიძე - სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად
კობახიძე- - გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს
რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა
კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



