|
2025-03-24 15:46:17, 863 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, 1 133 ადამიანი დააკავეს
თურქეთში, გასულ კვირას საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, 1 133 ადამიანი დააკავეს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა. „ჩვენი ქუჩების ტერორიზაცია და ჩვენი ერის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა აბსოლუტურად დაუშვებელი იქნება“, - აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. მან მომიტინგეები დემონსტრაციის უფლების ბოროტად გამოყენებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობაში და პოლიციაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. „ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევას. აქედან გამომდინარე ცალსახად გაფრთხილებთ: ნურავინ ეცდება ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი ხალხი საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის ფარად გამოიყენოს“, - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სტამბოლის მერი, თურქეთის ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრი ექრემ იმამოღლუ დააკავა. იმამოღლუს, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ, დაკავების შემდეგ ბრალი კორუფციაში ოფიციალურად წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)