|
2025-03-24 11:40:01, 691 ნახვა
საზოგადოება
NGO-ების და მედიის ნაწილი - რეჟიმს “ფარას“ სახით რუსული კანონის გადაფუთვა სურს
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ნაწილის განცხადებით, აშშ-ში მოქმედი “ფარა” დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს. “ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ვერაღსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვაცხადებდით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ იგი პერიოდულად გამკაცრდებოდა, შეეხებოდა ყველა მოქალაქეს და მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ უფლებებს - ისევე, როგორც ეს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მოხდა. ამ კანონის ინიცირება და მიღება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და საქართველოს კონსტიტუციის ღალატს ნიშნავდა, რაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებითაც დაადასტურა. ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული “ფარა”-ს პირდაპირ თარგმანს აინიცირებს. აშშ-ში მოქმედი “ფარა” დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას. 50-ზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ ისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილი და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა. უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი. შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული - ვემსახურებით ქართველ ხალხს”. - ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერები: 1. ადამიანის უფლებათა და სოციალურისამართლიანობის ცენტრი 2. ადამიანის უფლებათა ცენტრი 3. ალტერნატივა ჯორჯია 4. ასოციაცია “სოციალური ქოლგა” 5. ასოციაცია “ქალები რეგიონებისგანვითარებისათვის “ 6. ახალგაზრდები დემოკრატიულიცვლილებებისთვის 7. ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი 8. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობისსაქართველოს ასოციაცია 9. ბათუმელები 10. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის დამართვის საერთაშორისო ინსტიტუტი 11. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო 12. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი 13. გორის სათემო რადიო მოზაიკა 14. დაქალი 15. დემოკრატ მესხთა კავშირი 16. დემოკრატია მოქმედებაში 17. დემოკრატიის ინსტიტუტი 18. დემოკრატიის კვლევის ცენტრი 19. დემოკრატიის მცველები 20. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) 21. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 22. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი 23. თანამშრომლობა რეგიონის მდგრადიგანვითარებისთვის 24. თანასწორობის მოძრაობა 25. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (Human Rights House Tbilisi) 26. თემი ქედელი 27. ინტერნიუსი - საქართველო 28. ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისინსტიტუტი 29. კანონის უზენაესობის ცენტრი 30. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი(Kakheti Regional Development Foundation) 31. კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე 32. ლომეკი 33. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება 34. მედიაომბუდსმენი 35. მედიის განვითარების ფონდი 36. მთის თემი 37. ნეოგენი 38. ნეტგაზეთი 39. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრებისცენტრი 40. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ - FAD 41. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 42. პრევენცია პროგრესისთვის 43. პროაქტივ ჯგუფი საქართველო 44. პროექტი 64 45. პროფესიო - პიროვნული და პროფესიულიგანვითარების ცენტრი 46. პუბლიკა 47. რეალური ხალხი, რეალური ხედვა 48. რიქდოგი 49. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 50. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათადიალოგი 51. სამოქალაქო იდეა 52. სამოქალაქო კავშირი 53. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის 54. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი 55. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმისცენტრი 56. საორსა 57. საფარი 58. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაცია 59. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკავშირი 60. საქართველოს ევროპული ორბიტა 61. საქართველოს მომავლის აკადემია 62. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 63. საქართველოს რეგიონული გაძლიერებისფონდი (Sakartvelo Regional Empowerment Foundation) 64. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS 65. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგანვითარების ასოციაცია (ACSDG) 66. საქართველოს სასამართლოს გუშაგი 67. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარებისასოციაცია ნდობა 68. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება 69. სილიდარობის მოძრაობა 70. სოციალური სამართლიანობის ცენტრი 71. სოციოლოგიური ცენტრი "BCG-Research" 72. ტოლერანტობის და მრავალფეროვნებისინსტიტუტი (TDI) 73. უფლებები საქართველო 74. ფემინა 75. ფენიქსი 2009 76. ქალები საქართველოდან 77. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი 78. ქალთა ფონდი საქართველოში 79. ქალი და განვითარება 80. ქართული მედია ჯგუფი (GMG) 81. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი დასამყარო" 82. ყვარლის ევროკლუბი 83. შშმ ქალთა ალიანსი 84. ჩემი ხარაგაული 85. ციხის საერთაშორისო რეფორმა 86. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი 87. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური დასამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT 88. წერტილი 89. მწვანე ალტერნატივა 90. ჯემნიუსი 91. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების დაგანვითარებისთვის 92. Caucasus Dialogue 93. CENN 94. EECMD 95. Grlzwave 96. NEO TV 97. OC Media 98. Tbilisi Pride 99. WECF Georgia 100. West Vector Production 101. დემოკრატიული ინიციტივა 102. დოკუმენტური კინო ასოციაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)