08:56 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 12:46:15, 872 ნახვა

მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - ევროპას ახალი პატრიოტული ხელმძღვანელობა სჭირდება

ბრიუსელის ლიბერალური ელიტა ვერ დარჩება ხელისუფლებაში, ევროპას ახალი პატრიოტული ხელმძღვანელობა სჭირდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში იანოშ ჰუნიადის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ორბანის განცხადებას სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი ევროკომისიიდან „ჯორჯ სოროსის ქსელის აგენტების“, ევროპარლამენტიდან კორუმპირებული ლობისტების გაძევების მოწოდებით გამოვიდა და ევროკავშირის პოლიტიკაში უცხოური ფულის გავლენების დაუშვებლობის მოწოდების გამოვიდა.

„ევროკავშირი არ შეიძლება იყოს ფინანსური ქსელი, რომელიც მიმართულია ეროვნული მთავრობების შესუსტებისკენ“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე გლობალური ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

„ბრიუსელში პროგრესიული ერა დასრულდა. ატლანტის გასწვრივ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში პატრიოტული გარდაქმნა ხორციელდება. ცვლილებების გარეშე ევროპა ჩვენს თვალწინ დაიშლება“, – განაცხადა ორბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics