|
2025-03-18 16:52:01, 523 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - „ნაცკლასტერში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ
„ნაცკლასტერში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთის მიმართ პიროვნული ზიზღი აქვთ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ - დავალებების მიღება და ამ დავალებების შესრულებაზე, როგორც თითის დატკაცუნებაზე, ისე მოქმედება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არსებული შუღლი სააშკარაოზე გამოჩნდა, თუმცა როგორც კი დავალებას მიიღებენ, კვლავ გაერთიანდებიან. „ვიცით, რომ „ნაცკლასტერში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთის მიმართ პიროვნული ზიზღი აქვთ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ - დავალებების მიღება და ამ დავალებების შესრულებაზე, როგორც თითის დატკაცუნებაზე, ისე მოქმედება. ახლა ვხედავთ, რომ ერთმანეთში შუღლი ისევ და ისევ გამოვიდა სააშკარაოზე, მაგრამ როდესაც მოვა დავალება კონკრეტული მიმართულებით, რომ რაღაც უნდა შესრულდეს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ისევ ვნახავთ რომ მზე და მთვარე ამოუვათ ბატონ გუბაზ სანიკიძეს და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ერთმანეთის მიმართ. როგორც ეს მოხდა ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძესთან მიმართებით. ადამიანები ერთმანეთს ლანძღავდნენ, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და შემდეგ ერთმანეთს ძმობა შეფიცეს. ზუსტად ასეთია ორპირობა, უსამშობლობა, ამ ყველაფერს ვგულისხმობთ ხოლმე როდესაც ამ ტერმინებს ვამბობთ. ადამიანები ერთიანდებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დავალება შეასრულონ, რეალურად, ერთმანეთის მიმართ აქვთ ზიზღი, რომელიც ხანდახან გამოჩნდება ხოლმე სააშკარაოზე," - განაცხადა გორდულაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)